“ადამიანთა სახელების დარქმევის მსოფლიო ისტორიიდან”
სახელის დარქმევის რიტუალი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ხალხებში სხვადასხვაგვარი იყო.პირველყოფილი კულტურის ისტორიკოსები მოგვითხრობენ,რომ ეს რიტუალი უფრო ხშირად ბავშვის დაბადების თავისებურ გააზრებას უკავშირდებოდა:ახალშობილის სახით რომელიღაც მიცვალებული ბრუნდება ამქვეყნადო.ამიტომ ცდილობდნენ ამ მიცვალებულის ვინაობის ამოცნობას,რათა მისი სახელით მოენათლათ ახალშობილი.ახალზელანდიის ტომებს ასეთი წეს-ჩვეულება ჰქონიათ (ავტორი გენია.ჯი) : ახალშობილთან მიდიოდა ქურუმი და უკითხავდა წინაპართა სახელების გრძელ სიას,ხოლო ბავშვს არქმევდნენ იმ წინაპრის სახელს,რომლის ხსენებისას ცხვირს დააცემინებდა.ხონდები სახელის დარქმევას ზეიმობდნენ ბავშვის დაბადების მესვიდე დღეს,იმართებოდა მთელი სოფლის დღეობა.სახელს არჩევდა ქურუმი,რომელიც წყლით სავსე ჭურჭელში ყრიდა ბრინჯის მარცვლებს და თითოეული მარცვლის ჩაგდებისას იმეორებდა რომელიმე წინაპრის სახელს.წყალში მარცვლის მოძრაობასა და ბავსვის მიმიკაზე დაკვირვებით ქურუმი არკვევდა იმ წინაპრის ვინაობას,რომელიც თითქოს ამ ბავშვის სახით დაბრუნდა სააქაოს და ბავშვსაც იმის სახელს არქმევდა.ედვინ ჯემსის გადმოცემით,ბავშვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით საგანგებო დღეობას მართავდნენ ამერიკელი ინდიელებიც,რომლებიც ამ დღეობას ვინ-დახ-ვას-სო-ვინ-ს უწოდებდნენ.
განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ტომებში მამაკაცები მარტო ერთი,პირველდარქმეული,სახელით არ კმაყოფილდებოდნენ.მათ უფლება ჰქონდათ სახელის შეცვლისა თავიანთი ცხოვრების რომელიმე ღირსახსოვარ ეტაპზე,მაგალითად,დაქორწინების,პირველი მტრის მოკვლის,გერეული ფრინველის დაჭერის,საიდუმლო საზოგადოებაში შესვლის და სხვა.იროკეზთა გვარში ბავშვს სახელს არქმევდა დედა ახლო ნათესავთა მონაწილეობით,მაგრამ ეს სახელი საბოლოო მასინ გახდებოდა,როდესაც საჯაროდ გამოცხადდებოდა ტომის საბჭოს უახლოეს სხდომაზე.ხსენებულ გვარში სახელთა ორი კლასი არსებობდა: ბავშვობის ასაკისა და მოზრდილთათვის.თექვსმეტი ან თვრამეტი წლის ასაკში ახალგაზრდას გვარის ერთი რომელიმე ბელადი მოხსნიდა ბავშვობის სახელს და დაარქმევდა ახალ სახელს,რაც საჯაროდ გამოცხადდებოდა.გვარში უხსოვარი დროიდან ტრიალებდა გარკვეული სახელები,რომლებიც მხოლოდ ამ გვარის კუთვნილებას წარმოადგენდა.შაუნთა და დელავარტა ტომებში დედას უფლება ჰქონდა თავისი შვილისათვის ეწოდებინა სხვა გვარისათვის კუთვნილი სახელიც,მაგრამ ამ სახელს ბავშვი გადაყავდა იმ გვარში,რომელსაც ეგ სახელი ეკუთვნოდა.იროკეზთა გვარში მიცვალებულის სახელის დარქმევა ახალშობილისათვის შეიძლებოდა მხოლოდ მიცვალებულის უფროსი შვილის თანხმობით. (ავტორი გენია.ჯი)
ბავშვებს გვაროვნული სახელი ჩვეულებრივ ეძლეოდათ დედის ან მამის მხრით.ბაულთა ტომებში (სპილოს ძვლის ნაპირის მცხოვრებნი) ჯერ კიდევ შემონახულია მატრიარქატის საზოგადოებრივი ნორმები: მემკვიდრეს სახელი მხოლოდ დედის მხრით ეძლევა.ამიტომ მამასა და შვილს სხვადასხვა გვაროვნული სახელი აქვთ.აქ ადამიანი თვითონ ირქმევს საკუთარ სახელს,ამასთან ვალდებულია თავისთვის შეირჩიოს სრულიად ახალი სახელი,რადგან სხვის მიერ ამორჩეული სახელის დარქმევა არ შეიძლება.
ამერიკელ ინდიელებს საკუთარ სახელებად,ჩვეულებრივ,გამოყენებული აქვთ ტოტემის (ცხოველი,ფრინველი,საგანი,მოვლენა) სახელწოდებანი.ჯონ ტენერი,რომელმაც 30 წელიწადი გაატარა ამერიკის ინდიელთა შორის XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში,მოგვითხრობდა,რომ მის დედობილს ერქვა – წავის დედაკაცი (“ნე-კიკ-ოუზ-კე-ჩიმ-ე-კუა”),რადგან წავი მათი გვარის ტოტემი ყოფილა.იქ ადამიენბს ასეთი სახელები ერქვათ: შავარდენი,აბედი,ელვა,ფრთებგაშლილი,მრუდფეხა,პატარა ქორი,კუ, და სხვა საოცარი სახელები.ინდიელებმა იცოდნენ მეტსახელებიც.ერთისთვის შეურქმევიათ – მოკვეტილი ხელი,მეორისთვის – აფრა და ასე შემდეგ… (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ უმი ხორცის მჭამელს ამერიკის ინდიელთა ოჯიბვეების ტომის ენაზე – აშკიმეკი ეწოდება,საიდანაც შემდგომ წარმოდგა სახელწოდება – ესკიმოსი,ანუ – უმიჭამია,რაც დღესდღეობით ეთნომიმია.
სხვადასხვა ხალხებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად თუ ბავშვი მძიმე სენით დაავადდებოდა,მას სახელს უცვლიდნენ,რადგან ჰფიქრობდნენ,რომ ამით ავ სულს დააფრთხობდნენ და განკურნავდნენ.
ტაჯიკი მშობლები ვაჟიშვილებს სანგ-სა (ქვა) ან ტაბარ-ს (ნაჯახი) არქმევდნენ და ამით სურდათ,თავიანთი შვილები ქვასავით და ნაჯახივით გამძლენი ყოფილიყვნენ.სახელის დარქმევასთან მრავალი ცრუ რწმენა და რიტუალი იყო დაკავშირებული.სახელის დარქმევა ზოგიერთ ხალხებში მაგიურ ძალას უკავშირდებოდა.ხშირად ნამდვილ სახელს საიდუმლოდ ინახავდნენ,ტაბუს ადებდნენ,ხოლო პიროვნებას ფსევდონიმით მიმართავდნენ.ამით ადამიანს ბოროტ ძალებს უმალავდნენ და იცავდნენ.თურქმენთა ტომებსი გავრცელებული იყო ტრადიცია,რომლის თანახმადაც ბავშვს ორ სახელს არქმევდნენ – ნამდვილსა და გამოგონილს.მოგონილს იმიტომ,რომ ნამდვილი სახელი ავ სულს არ შეეტყო.დასავლეთ ირიანში (ახალი გვინეა) ერთი ადგილობრივი ტომის,მარინდანიმის,კულტურა,რომლის მიხედვით ბავშვის სახელის დარქმევა ადამიანის თავის ქალაზე ნადირობას უკავშირდებოდა.ადამიანზე ნადირომა ამ ტომში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.მეზობლები ერთურთსაც კი ესხმოდნენ თავს და ცდილობდნენ ალაფის სახით,რაც შეიძლება მეტი სახელი წამოეღოთ თავიანთი ბავშვებისათვის.ისინი ადამიანებს ხოცავდნენ,მათ ხორცს ჭამდნენ,ხოლო მოკლულთა სახელები ნადავლად მიჰქონდათ,რის შემდეგაც საკუთარ ბავშვებს არქმევდნენ.
ქართველ ტომებში ძველად წარმოდგენილი სულის სახელიც,მაგიურ რწმენასთან გახლდათ დაკავშირებული,მაგრამ საკუთარი სახელის სულ სხვაგვარ გააზრებას ექვემდებარებოდა. (ავტორი გენია.ჯი)