“ჯუნგლების კანონი”
“ჯუნგლების კანონი” – წარმოადგენს ტერმინს,რომელიც თავისთავში გულისხმობს განსაკუთრებულად დაუნდობელ ბრძოლას არსებობისათვის,ყოველგვარი პრინციპების დაცვის გარეშე.გარდა ამისა,იგი შესაძლებელია გამოიხატებოდეს,როგორც – “ყველა თავისთვის”,”მოკალი – ან მოგკლავენ” და “ყველაზე ძლიერის გადარჩენა”.აღნიშნული გამონათქვამი,თავდაპირველად გამოყენებულ იქნა დიდი ინგლისელი მწერლისა და ნოველისტის – ჯოზეფ რადიარდ კიპლინგის (1865-1936 წლები) მიერ დაწერილ შესანიშნავ მოთხრობების კრებულში – “ჯუნგლების წიგნში”,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1893-1894 წლებში.კიპლინგმა – “ჯუნგლების კანონი”,იმ კოდექსის გამოსახატავად წარმოადგინა,რომელიც გავრცელებულi იყო ინდოეთის ჯუნგლებში მობინადრე ცხოველებში,არსებობისათვის ბრძოლის აღსანიშნავად.შესაბამისად,გამონათქვამის – “ჯუნგლების კანონის” ავტორი – ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი გახლავთ.მოგვიანებით,მან ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში,მასობრივ საინფორმაციო სივრცესა და პუბლიცისტიკაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჯოზეფ რაიდიარდ კიპლინგმა,1895 წელს გამოაქვეყნა ლექსი,სახელწოდებით – “ჯუნგლების კანონი”,რომელიც შემდგომ მრავალ ენაზე იქნა ნათარგმნი. (ავტორი გენია.ჯი)