„ფრაზეოლოგია სპექტაკლებიდან”
1. „გამაგებინეთ, რა აზრი აქვს ისეთ სიცოცხლეს, თუკი იგი დაჩოქილმა უნდა იცხოვრო?!” - (რომეო და ჯულიეტა)
* * *
2. „ჩვენ ვიცით, თუ რა ხდება ჩვენგან ათასობით კილომეტრის მოშორებით. ვიცით, ვინ, სად დაიჭირეს, ვის რომელ ციხეში აწამებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად არ ვიცით, თუ რა ხდება და ტრიალებს ჩვენს სიახლოვეს, ჩვენს ირგვლივ – უახლოესი ნათესავების, შვილებისა და მეგობრების თავს”. – (დაუსრულებელი მონოლოგი)
* * *
3. „თქვენ გავიწყდებათ, რომ ამ სამყაროში სულიერი ბრძოლა – ბრძოლათა ბრძოლაა”. – (ჟანა დ’არკი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „უჭკუო სილამაზე დაღუპავს სამყაროს”. – (თანაკლასელები)
* * *
5. „მე იძულებული ვარ, მივიღო უმკაცრესი ზომები – სიკეთის სახელით”. – (უკანასკნელი განსაცდელი)
* * *
6. „ – შენს გამო სიკვდილი სიკვდილს არ ნიშნავს”. – (ნორტ-დამ დე პარიზი)
* * *
7. „მას, ვისაც სხვა ადამიანი უყვარს – იგივეა, რომ ღმერთის სახეს უყურებდეს”. – (განდევნილი)
* * *
8. „მსახიობები ნამდვილ სიკვდილამდე ადრე მაშინ კვდებიან, როდესაც მათ არსებობას ივიწყებენ”. – (ტანგოს და სიყვარულის გაკვეთილები)
* * *
9. „მიიღეთ, ჩემო მეფეო, გვირგვინი ბრწყინვალე ქვეყნისა. იგი ანათებს, როგორც ნიმბუსი და მძიმეა ისევე, როგორც ჯვარი”. – (ჟანა დ’არკი)
* * *
10. „სიკვდილი არასოდეს მოდის, როდესაც ეძახი. მან მოსვლა ყოველთვის უდროოდ და გაუფრთხილებლად იცის”. – (ორფეოსი ეშვება ჯოჯოხეთში) – (ავტორი გენია.ჯი)