სუელო – (ფულისაგან თავისუფალი ადამიანი)
სუელო – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლავთ – დენიელ ჯეიმს შელაბარგერი,დაიბადა 1961 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არვადაში (კოლორადოს შტატი).იგი წარმოადგენს “მარტივი ცხოვრების” იდეოლოგიის მიმდევარს (ადამიანის არჩევანი,რომლის მიხედვითაც იგი უარს აცხადებს ისარგებლოს იმ კეთილდღეობითა და სარგებლით,რაც დაკავშირებულია ცივილიზაციასთან.ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია განპირობებული იყოს,როგორც ეთიკური,ასევე რელიგიური,ეკოლოგიური და სხვა ფაქტორებით.ასეთი ცხოვრების წესი თავდაპირველად გამოყენებულ იქნა რომის იმპერატორის – დიოკლიტიანეს მიერ,რომელმაც სრული რვა წელიწადი ყველასაგან განმარტოებით იცხოვრა ილირიაში. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ აღნიშნული იდეოლოგია არ უნდა მივაკუთვნოთ და აგვერიოს ასკეტიზმში).სუელომ, 2000 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა,რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე აღარ ესარგებლა ფულით და სწორედ ამის შემდეგ გადაბარგდა საცხოვრებლად,იუტას შტატში მდებარე ქალაქ მოაბის ახლოს მდებარე გამოქვაბულში,სადაც დღემდე ცხოვრობს.იგი,იკვებება სოკოებით,ცხოველების ხორცით და სხვადასხვა პროდუქტებით,რომელსაც ძირითადად ბუნებაში მოიპოვებს.ხშირად ქვეყნის მასშტაბითაც მომთაბარეობს. 2006 წელს,სუელო გახდა მთავარი გმირი,ქალაქ მოაბის მერიის მიერ დაფინანსებულ ბიოგრაფიულ ვიდეოფილმში,სახელწოდებით – “უფულო მოაბეში”.თუმცა,მისი საოცარი ცხოვრების წესის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ 2009 წელს,მას შემდეგ შეიტყო,რაც ჟურნალ “Details”-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია.მალევე,სუელოს შესახებ ინფორმაციები გაავრცელეს ისეთმა საყოველთაოდ ცნობილმა საინფორმაციო საშუალებებმა,როგორებიცაა – ბრიტანული “Guardian”,”Matador Change” და “ჰაფინგტონ პოსტი”.გარდა ამისა,მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ლიდერმა – “ბი-ბი-სი”-მ, 2009 წლის ნოემბერში სუელოსაგან აიღო ინტერვიუ.იმავე წელს იქნა გადაღებული კიდევ ერთი ფილმი – “ნულოვანი ვალუტა”,სადაც აღწერილია მისი უცნაური ცხოვრების დეტალები. 2012 წელს კი,ერთ-ერთმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა წიგნი – “ფულისაგან თავისუფალი ადამიანი”,რომელიც დაწერილ იქნა მარკ სანდინის მიერ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სუელო გახლავთ იმ უიშვიათესი და თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ადამიანების კატეგორიის წარმომადგენელი,რომელიც უკვე 14 წელიწადია ფულს არაფერში იყენებს და მას,სრულ იგნორირებას უკეთებს.გარდა სუელოსი,ცნობილია იმ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანების ვინაობა,როლებიც “მარტივი ცხოვრების” წესით ცხოვრობენ დღემდე და არასოდეს გამოიყენებენ ფულს.ესენი არიან: ტომი ასტიკაიენი,მარკ ბოილი და ჰაიდემარი შვერმერი.სუელო,კვლავაც ქალაქ მოაბოს ახლოს მდებარე გამოქვაბულში ცხოვრობს და ერთ-ერთ სამაგალითო ადამიანად მიიჩნევა “მარტივი ცხოვრების წესის” მიმდევართათვის. (ავტორი გენია.ჯი)
დენიელ ჯეიმს შელაბარგერი (სუელო)