“ფსიქიატრიული საავადმყოფოების” ისტორიიდან…
“ფსიქიატრიული საავადმყოფო” – წარმოადგენს სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებას,სადაც რეაბილიტაციისათვის განთავსებული არიან ფსიქოლოგიური გადახრების მქონე გაუბედურებული ადამიანები.ერთი ვერსიის მიხედვით,პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნილ იქნა 1326 წელს,.პოლონეთის ქალაქ ელბონგში.მეორე ვერსიის თანახმად კი,1410 წელს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში.თუმცა,თავად “მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის” ცნობის მიხედვით,პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო 705 წელს გაიხსნა ახლო აღმოსავლეთში მდებარე,თანამედროვე ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ სპეციალური დაწესებულებები,სადაც მკურნალობდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს,არსებობდა იერუსალიმში მდებარე “წმინდა ანასტასიას ეკლესიის” ბაზაზეც. XV-XVI საუკუნეებში,აღნიშნული დაწესებულებების მთელი ქსელი იქნა დაარსებული ესპანეთში.გარდა ამისა, XVI საუკუნეში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების სპეციალური სამკურნალო დაწესებულებები დაარსებულ იქნა გერმანიაში,შვეიცარიასა და შვედეთში.ისედაც გაუბედურებული ადამიანების “მკურნალობის” პროცესი,იმთავთვე ძალიან პრიმიტიული მეთოდებით მიმდინარეობდა.ხშირ შემთხვევებში პაციენტებს ჯაჭვებით აბამდნენ და ისინი ასეთ მდგომარეობაში თვეებსა და წლებსაც კი ატარებდნენ.რამდენიმე ფსიქიატრიული საავადმყობოს ბაზაზე ჩამოყალიბებულ იქნა – “ლეპროზორიუსები”,რომელთა ძირითად ფუნქციას ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების სრული იზოლაცია წარმოადგენდა. XV საუკუნის მიწურულს,ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება,საყოველთაოდ ცნობილმა ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ – “ბედლამმა” (ოფიციალური სახელწოდება – “ბეთლემის სამეფო საავადმყოფო”,სადაც დღეს მუზეუმია გახსნილი).თუმცა,ცნობილია,რომ მის ბაზაზე ადრეც,კერძოდ 1330 წელს არსებობდა საავადმყოფო,სადაც 1377 წელს ჩამოყალიბდა ფსიქიატრიული დაწესებულება. 1407 წლისათვის,მასში მხოლოდ 9 პაციენტი იმყოფებოდა.როგორც ფსიქიატრიის ისტორიკოსი – კანაბიხი შენიშნავდა,სწორედ აღნიშნულ დაწესებულებაში იქნა პირველად გამოყენებული ციხის რეჟიმი.იგი შემოსაზღვრულ იქნა დიდი და მასიური კედლებით,რკინის ცხაურიანი კარებებით და სხვა ციხისათვის დამახასიათებელი საშუალებებით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მასში მყოფ პაციენტებს ექიმი-ზედამხედველები უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ.ისინი,მათ არა მარტო სცემდნენ,არამედ უკიდურესად დამამცირებლადაც ექცეოდნენ.პაციენტები,ციხის საკნის მაგვარ “პალატებში” ჯაჭვებით ჰყავდათ მიბმული და მკურნალობის გარდა,მათზე ყველა უსაშინლეს მეთოდს იყენებდნენ.უბედურ პაციენტებს,ისე უწევდათ საკნებში ცხოვრება,რომ მზესაც კი არ აჩვენებდნენ.ასეთივე მიდგომა გახლდათ,მათი საკვებით მომარაგების მხრივ.ფაქტიურად,პაციენტებს კვირაში (და შესაძლოა თვეშიც),მხოლოდ რამდენჯერმე კვებავდნენ და ისიც,ისეთი საკვებით,რომელსაც ცხოველებსაც კი არ აჭმევენ. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტია ისიც,რომ აღნიშნული საავადმყოფოს გახსნამ,საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.მათი დიდი და “ამორალური” ნაწილი ფულს მხოლოდ იმაში იხდიდა,რომ საავადმყოფოს საკნებში ჯაჭვით დაბმული უბედური ადამიანები ეხილათ და ამით “თავი გაერთოთ”.შესაბამისად,ლონდონის ფსიქიატრიული საავადმყოფო,ერთგვარ საჩვენებელ – “გაუბედურებულ ადამიანთა ზოოპარკად” აქციეს და ამით,ადმინისტრაცია სამკაოდ დიდ თანხებსაც გამოიმუშავებდა.ნებისმიერ მსურველს,დაინტერესებისა და ფულის გადახდის შემთხვევაში,შეეძლო “დაეთვალიერებინა” ლონდონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს საკნებში განტავსებული ფსიქიკურად შეურაცხადი ადამიანები.თუკი მსურველი,დაწესებულ თანხაზე გაცილებით მეტს გაიღებდა,მაშინ ისინი იმ დახურულ საკნებშიც შეჰყავდათ,სადაც განსაკუთრებული ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ჰყავდათ გამომწყვდეულები.იმ შემთხვევაში,თუ “დამთვალიერებელი” ექიმ-ზედამხედველს ფულს დაუმატებდა,იხილავდა ისეთ ამაზრზენ სანახაობასაც,რომელიც ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ყოვლად მიუღებელი და შემაძრწუნებელია.კერძოდ,ჯაჭვებით დაბმულ პაციენტს,ზედამხედველი სასტიკ ცემას უწყებდა და მის მიერ ტკივილისაგან გამოცემული ამაზრზენი ხმებით “ტკბებოდა”.ასეთივე მდგომარეობა სუფევდა ინგლისის სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიც.ჯაჭვებით,პაციენტების დაბმა ინგლისში, XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
1760 წლის 16 სექტემბერს,საფრანგეთში გამოცემული დეკრეტის თანახმად,ყველა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს უნდა გაევლო პარიზში მდებარე – “ოტელ-დიო-დე პარიზის” ფსიქიატრიული საავადმყოფო.პაციენტები,ფრანგულ დაწესებულებებში საშინელი ანტინატიტარიის პირობებში იმყოფებოდნენ,თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში,მათ,იმ პერიოდში გავრცელებული მეოდებით მკურნალობდნენ.თუკი პაციენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ გამოჯანმრთელდებოდა,მას – “Les Petites Maisons”-ში გზავნიდნენ,რომელთაც “პატარა სახლებად” მოიხსენიებდნენ.მამაკაცებისათვის განკუთვნილ ასეთ დაწესებულებებს – “ბისეტრს”,ხოლო მანდილოსნებისათვის განკუთვნილს კი – “სალპეტრიერს” უწოდებდნენ.ამ დაწესებულებებში განთავსებულ პაციენტებს,უმძიმეს პირობებში უწევდათ ყოფნა.ისინი,ცივ და ნესტიან კარცერებში ჰყავდათ გამომწყვდეული (ხშირ შემთხვევებში 10-15 წლის მანძილზეც კი).ცნობილია,რომ ინგლისსა და საფრანგეთში არსებობდა ისეთი ფსიქიატრიული დაწესებულებებიც,სადაც გაუბედურებულ ადამიანებს საზიზღარ პირობებში არ უწევდათ ყოფნა.მათ შორის იყო “წმინდა იოანეს სახელობის პარიზის პანსიონი”,რომელიც დაარსებულ იქნა “იონანიტების” რელიგიური სექტის მიერ და იგი განკუთვნილი გახლდათ,შეძლებული სოციალური ფენის მქონე ოჯახებიდან გამომავალი პაციენტებისათვის.თუმცა,ასეთი დაწესებულებები სამწუხაროდ ძალიან ცოტა იყო.
XVIII საუკუნეში,მეცნიერების განვითარებასთან ერთად,მასობრივად დაიწყო ფსიქიატრიული დაწესებულებების რეფორმები. 1793 წელს,ბისეტრის ხელმძღვანელად დაინიშნა,ცნობილი ფრანგი ფსიქიატრი – ფილიპე პინელი (1745-1826 წლები),რომელმაც საბედნიეროდ,ჯაჭვებისაგან გაანთავისუფლა პაციენტები და ეს პირველი შემთხვევა გახლდათ “ფსიქიატრიული საავადმყოფოების” არსებობის ისტორიაში.გარდა ამისა,მანვე გააუქმა ციხის დამკვიდრებული რეჟიმი საავადმყოფოებში.მისი უდიდესი დამსახურება იყო ისიც,რომ პაციენტებს ბევრად ჰუმანურად ეპყრობოდნენ და გარდა ამისა მკურნალობდნენ კიდევაც.
მიუხედავად იმისა,რომ კაცობრიობისა და ზოგადად ცივილიზაციის მიდგომები მკვეთრად შეიცვალა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ,მაინც ვერ გავექცევით იმის აღიარებას,რომ სამწუხაროდ დღემდე გრძელდება მათი არაჰუმანური და დამამცირებელი მეთოდებით “მკურნალობა”.აქვე მინდა შეგახსენოთ ის მეტად დამაფიქრებელი ფრაზა,რომელიც დიდმა ამერიკელმა მწერალმა – უილიამ სიუდად ბეროუზმა წარმოთქვა:
” – ფრთხილად ადამიანებო! ვერავინ ვერასოდეს გაიგებთ,თუ როდის გეწვევათ შიზოფრენია!” (ავტორი გენია.ჯი)
“ბედლემის ფსიქიატრიული საავადმყოფოს” ბაზაზე შექმნილი მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი