ფრანსუა რენე დე შატობრიანი – “ბლეზ პასკალის” შესახებ წერდა…
“იყო ერთი კაცი,რომელმაც 12 წლის ასაკში რგოლებისა და ჯოხების თამაშით ხელახლა აღმოაჩინა გეომეტრია. 16 წლისამ დაწერა ტრაქტატი “კონუსური კვეთის შესახებ”,რომლის ბადალიც იშვიათად თუ შეუქმნია კაცის გენიას, 18 წლისამ არითმეტიკულ მანქანას გადაუნერგა ყველაფერი,რაც ახასიათებს ადამიანურ გონებას, 23 წლისამ დაამტკიცა,რომ ჰაერს სიმძიმე აქვს და ამით ბოლო მოუღო ძველი ფიზიკის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას,ხოლო იმ ასაკში,როცა სხვები ძლივს აღწევენ სიმწიფეს,არსებითად ამოწურა ადამიანური ცოდნისა და მეცნიერების ვეება სფერო,შეიცნო მათი უბადრუკობა და ამაოება და მთელი არსებით მიიქცა სარწმუნოებისაკენ.ამ გამაოგნებელ გენიას ბლეზ პასკალი ერქვა”. (ავტორი გენია.ჯი)