მობუტუ სესე სეკო – (აფრიკელი დიქტატორის ბიოგრაფიიდან)
მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა (1930-1997 წლები) – წარმოადგენდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს 1965-1997 წლებში და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზური თვისებებით გამორჩეულ დიქტატორს.იგი ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა და აფრიკულ ქვეყანას 32 წლის განმავლობაში სასტიკი მეთოდებით მართავდა.მიუხედავად იმისა,რომ კონგოს ოფიციალური სახელწოდება – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო,აღნიშნული ქვეყანა ათწლეულების მანძილზე ტირანული და დიქტატორული რეჟიმით “სულდგმულობდა”. (ავტორი გენია.ჯი) მობუტუმ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის შემდეგ,კონგოს სახელი შეუცვალა და ზაირი უწოდა.მოსახლეობას კი მოუწოდა,რომ იგი – “ერის მამად” და “ერის გადამრჩენელად” მოეხსენებინათ.ყველა საჯარო დაწესებულებაში აუცილებელი იყო მობუტუს დიდი პორტრეტი ყოფილიყო წარმოდგენილი.კონგოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები კი,სპეციალურ ნიშნებს ატარებდნენ,რომლებზეც მისი პორტრეტი იყო გამოსახული.ფულადი რეფორმის შემდეგ,ქვეყანაში გამომავალ ნებიემიერი ოდენობის მქონე ბანკნოტზე მობუტუ იყო ასახული.სახელი გადაარქვეს – “ალბერტის ტბას” და “მობუტუს ტბა” უწოდეს (მისი მმართველობის დასრულების შემდეგ ძველი სახელი დაუბრუნეს).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დიქტატორი საკუთარ თავს “ღმერთისგან წარმოგზავნილად” მიიჩნევდა და ამაSი ყველას არწმუნებდა კიდეც.საინფორმაციო სამსახურებს მიცემული ჰქონდათ უმკაცრესი დავალება,რომ ყოველ საღამოს,ახალი ამბების ჩვენების წინ,ტელევიზორის ეკრანებზე ღრუბლებში ტახტზე მჯდომი ქვეყნის პრეზიდენტი ეჩვენებინათ,რაც ასე რომ ვთქვათ,მის ღვთაებრიობას გაუსვამდა ხაზს.მობუტუ ნამდვილი შიზოფრენიკი გახლდათ,რაც მის უამრავ გადაწყვეტილებაში ნათლად იყო ასახული.ცნონილია,რომ მან სასტიკად აუკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას ლეოპარდის ქუდის ხმარება და ეს “პრივილეგია” პირად საკუთრებად გამოაცხადა.შესაბამისად,იგი ერთადერთი ადამიანი იყო ქვეყანაში,რომელსაც ლეოპარდის ტყავისაგან დამზადებული ქუდით სარგებლობის უფლება ჰქონდა უფლება.მობუტუ სესე სეკომ,დააპატიმრა ყველა ის ადამიანი,რომელთაც აფრიკული ტრადიციული სახელები არ ერქვათ.მისი სისასტიკე ყოველგვარ ადამინურ ზღვარსა და მორალს სცილდებოდა და როგორც კი საპრეზიდენტო პოსტი დაიკავა,მისი მოწინააღმდეგების განადგურება საჯაროდ დაიწყო.აღსანიშნავია,რომ მაბუტუს ბრძანების საფუძველზე,სახალხოდ იქნა ჩამოხრჩობილი წინა ხელისუფლების მთავრობის მეთაური – ევარისტ კიმბა და სამი მინისტრი.გარდა ამისა,მისი მმართველობისას,ოფიციალური ცხნობების თანახმად,კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საერთო ჯამში 50 000 ადამიანი იქნა საჯაროდ დასჯილი სიკვდილით (ისინი ჩამოახრჩვეს).მოგვიანებით,დიქტატორმა ტაქტიკა შეცვალა და მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურების ნაცვლად,მათ მოსყიდვას ცდილობდა.მობუტუს მიერ,ქვეყნის ტერიტორიიდან გაძევებული იქნა კონგოში მაცხოვრებელი იმ ტომების ხალხები,რომლებიც მისი საშინელი და კორუფციის ჭაობში ჩაძირული ხელისუფლების მმართველობას აკრიტიკებდა.მათ შორის გაძევებულ იქნა ტუტსის ტომის ხალხი,რამაც საყოველთაო აჯანყება გამოიწვია და იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.აფრიკელ დიქტატორს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი განუცხადა საფრანგეთმა და ტოგომ.სამაგიეროდ აღნიშნული მისია საკუთარ თავზე აიღო – მაროკომ,სადაც იგი 1997 წლის 7 სექტემბერს კიბოს შედეგად გარდაიცვალა.მოგვიანებით,მაროკოს დედაქალაქ რაბატში დაკრძალული მობუტუს მდიდრული მარმარილოს საფლავი არაერთხელ გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი.მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგას,დღემდე მსოფლიოს ყელაზე სასიტიკი დიქტატორების ათეულში მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)