“ეპიტაფიები”

1.  ”თუკი სიკვდილი შეგაშინებთ, ვერასოდეს დაიწყებთ ცხოვრებას”.

2. “ადამიანი – თავად არის ბატონი საკუთარი სიცოცხლის და საკუთარი სიკვდილის”. (სუიციდით გარდაცვლილის საფლავის ეპიტაფია)

3. “ჩემთვის სიცოცხლე საშინელი და ბოროტი ხუმრობა იყო. ამიტომ,გამოვეთხოვო მას,არ არის რთული”.

4. “გვაპატიე, რომ ვერ შევძელით შენთვის გვეშველა! გვაპატიე, რომ ვერ მოგიფრთხილდით! ასი ათასჯერ გვაპატიე, გვაპატიე, გვაპატიე…”

5. “არსებობს ისეთი კითხვები,რომელზე პასუხებიც – კლავს”.

6. “მეგობრებო,ნუ ტირით! ეს მხოლოდ მარადიული ძილია…” (ავტორი გენია.ჯი)

7. “ის კი არ არის ძვირფასი ადამიანი,ვისთან ერთადაც ყოფნა კარგია,არამედ ის,ვის გარეშე ყოფნაც უბედურებაა”.

8. “ყველა ჩვენთაგანი მარტოსული ვკვდებით”.

9. “სიკვდილი ღირს იმად,რათა იცოცხლო”.

10. “ის,ვინც შეიცნო სიცოცხლის არსი,ვერასოდეს შეაშინებს სიკვდილი”.

11. “არასოდეს ეცადოთ იცოცხლოთ მარადიულად.მაინც არაფერი გამოგივათ”.

12. “მიწა – ყველას თანაბარს ხდის”.

13. “ღმერთისათვის – ყველა ცოცხალია!”

14. ”ღმერთი აკეთებს ყველაფერს ისე,როგორც საჭიროა”.

15. “იმისათვის,რომ მშვიდად შეხვდე სიკვდილს,ხელიდან არ გაუშვა სიცოცხლის შანსი!”

16. “იმისათვის,რომ სიკეთე აკეთო დედამიწაზე,არ არის აუცილებელი გჯეროდეს სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა”.

17. “იქ,სადაც მოგონება არსებობს – სიკვდილი დამარცხებულია!”

18. “სიცოცხლე – არის არა ის დღეები,რომლებიც უკვე გავიარეთ,არამედ ის,რაც გასავლელი დაგვრჩა”. (ავტორი გენია.ჯი)

19. “გახსოვდეთ,რომ თქვენამდე აქ მე ვცხოვრობდი!”

20. “სიკვდილი – მარადიულობის კარს გვიღებს”.

21. “არ შეგაშინოთ საშინელმა სამსჯავრომ.ის ხომ ისედაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში”.

22. “ადამიანის სულის უკვდავება,ადამიანისვე უკვდავი საქმეებით განისაზღვრება”.

23. “მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომა მხოლოდ იმისათვის გვიწევს,რომ ერთი საფლავი დავიმსახუროთ”.

23. “მხოლოდ შენი დახმარების იმედიღა დამრჩა – უფალო!”.

24. “დაიბადო მოკვდავი და დატოვო უკვდავი ხსოვნა,ნამდვილი – უკვდავებაა!” (ავტორი გენია.ჯი)

25. “იჩქარეთ სიკეთის კეთება!”

26. “ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე,მიყვარდი შენ – სიცოცხლევ!”

27. “ღმერთთან,დაგვიანებით არავინ მიდის”.

28. “სიკვდილსაც – ცოდნა სჭირდება”.

29. “ყველაფერი გაივლის…”

30. “როგორც იქნა – ბედნიერი ვარ!”