კარლ ჰაინრიხ მარქსი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსსა და თანამედროვე კომუნიზმის იდეების ერთ-ერთ ფუძემდებელს – კარლ ჰაინრიხ მარქსს (1818-1883 წლები),გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე,თავისმა მოსამსახურემ ჰკითხა,რომ ხომ არ ისურვებდა უკანასკნელად რაიმე ბრძნული რჩევა დაეტოვებინა მომავალი თაობებისათვის.ასეთი შეკითხვით გაღიზიანებულმა კომუნისტური პარტიის მანიფესტის ავტორმა,მოსამსახურეს უხეშად შესძახა:

- მომწყდი თავიდან! ნუთუ არ იცი,რომ ჩემგან განსხვავებით,უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნით ისეთ ადამიანებს,რომელთაც ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არასოდეს არაფერი უთქვამთ”. (ავტორი გენია.ჯი)