კარლ IV-ეს პასუხი – ფრანსისკო გოიას…
გენიალური ესპანელი ფერმწერი,გრაფიკოსი და გრავიორი – ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტესი (1746-1828 წლები),ესპანეთის მეფის – კარლ IV-ის ფავორიტი და პირადი მხატვარი გახლდათ.როგორც მხატვრის ბიოგრაფიიდან არის ცნობილი,გოია ერთობ სკანდალური რეპუტაციით სარგებლობდა და თავისი ფიცხი ბუნების გამო,არავის პატიობდა ელემენტარულ უპატივცემულობასაც კი.შესაბამისად,არა ერთ დაპირისპირებულთან ჰქონდა გამართული დუელი.მის მიერ გამართული მრავალრიცხოვანი დუელების შესახებ,მთელმა მადრიდმა კარგად უწყოდა.მალევე,აღნიშნულმა ინფორმაციამ,კარლოსის ყურამდეც მიაღწია და იგი სასწრაფო წესით იქნა გამოძახებული მეფესთან.სამეფო სასახლეში მისულ ფრანსისკო გოიას,მონარქმა კატეგორიულად აუკრძალა დუელებში მონაწილეობის მიღება,რამაც დიდი მხატვრის დიდი გაკვირვება გამოიწვია:
- სიმართლე გითხრათ თქვენო აღმატებულებავ,ძალიან გამაკვირვა თქვენმა ბრძანებამ,რადგან არც ერთ თქვენს ქვეშევრდომს დუელში მონაწილეობა აკრძალული არა აქვს.
- დიახ, – უპასუხა მეფემ და იქვე დაამატა: მათ არ ეკრძალებათ,თუმცა გეკრძალებათ თქვენ.
- რატომ თქვენო აღმატებულებავ? – ჰკითხა კიდევ უფრო გაკვირვებულმა ხელოვანმა.
- ფრანსისკო,კარგად დაიხსომე,რომ ქვეშევრდომი ძალიან ბევრი მყავს,თუმცა გოია მხოლოდ ერთადერთი. (ავტორი გენია.ჯი)