რაულ მოდესტო კასტრო რუსი – “ეპიზოდი”
რაულ მოდესტო კასტრო რუსი - წარმოადგენს კუბის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტს,რომელიც თავის უფროს ძმასთან ფიდელ კასტროსთან ერთად სათავეში ედგა 1950-იან წლებში კუბაზე განხორციელებულ რევოლუციას.ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდგომ კი,ახალი რეჟიმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა.2008 წლის 24 თებერვალს,ფიდელ კასტროს ავადმყოფობის გამო,იგი კუბის პარლამენტის მიერ 97,7 %-ით ოფიციალურად იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად.ინაუგურაციისას,თავის პირველ გამოსვლაში რაულ მოდესტო კასტრო რუსმა განაცხადა:
“მე დღეიდან სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას თქვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე განვითარებულ მოვლენებზე.თუმცა ერთ რამეში მაინც განსაკუთრებით ვარ დარწმუნებული.კერძოდ იმაში,რომ კუბის რევოლუციის მთავარსარდალი იყო,არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი) ეს ადამიანი გახლავთ ფიდელი – ეს ფიდელია.ყოველი ჩვენთაგანი შესანიშნავად ვაცნობიერებთ,რომ ფიდელ კასტრო,ყოველი ჩვენგანისათვის მუდამ შეუცვლელი იქნება და ვერ ერთი ჩვენთაგანი მის სრულყოფილად შეცვლას ვერასოდეს მოვახერხებთ”.