ფრანც იოზეფ ჰაიდნი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ მოხუც ავსტრიელ კაპელმეისტერთან,მოკრძალებულად ჩაცმული ახლგაზრდა ყმაწვილი გამოცხადდა.მას შემდეგ,რაც იგი მუსიკოსს წარუდგა,გაუწოდა კონვერტი,რომელშიც განთავსებული სარეკომენდაციო წერილი,იმ მუსიკის მასწავლებლის მიერ იყო დაწერილი და გაგზავნილი,რომელიც აღნიშნულ ახალგაზრდას რამდენიმე წლის მანძილზე ამეცადინებდა.კაპელმაისტერმა კონვერტი გახსნა და მასშსი განთავსებულ წერილში შედგეგი სახის რეკომენდაცია წაიკითხა:
“ამ წერილის მომტანი გახლავთ ის ახალგაზრდა ყმაწვილი,რომელიც ერთობ გულუბრყვილო ფანტაზიორია.იგი დარწმუნებულია,რომ ძალუძს სამუსიკო სამყარო ამოაყირავოს.აქვე მინდა გულისხმიერად მოგახსენოთ,რომ,არ ფლობს არავითარ მუსიკალურ მონაცემებსა და ტალანტს.დარწმუნებული ვარ იმაშიც,რომ ვერასოდეს შექმნის და დაწერს რაიმე ღირებულ მუსიკალურ ნაწარმოებს.მისი სახელი და გვარია – ფრანც იოზეფ ჰაიდანი”.
P.S. აქვე მინდა მკითხველს შევახსენო,რომ ფრანც იოზეფ ჰაიდანი (1732-1809 წლები) გახლდათ ის გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი და ვენის კლასიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილ მუსიკალურ ჟანრებს – “სიმფონიას” და “სიმებიან კვარტეტს”.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ იგი გახლდათ გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ჰიმნების ავტორი. (ავტორი გენია.ჯი)