ფრაზეოლოგია „შენდობის” შესახებ…
1. „დაიხსომეთ, რომ უფალმა შეუნდო – შეუნდეთ თქვენც!” – პაულო კოელიო
* * *
2. „იმისათვის, რომ შექმნა ოჯახი, სიყვარული საკმარისია. ხოლო იმისათვის, რომ იგი შეინარჩუნო, აუცილებელია მიტევებისა და პატიების სწავლა”. – დედა ტერეზა
* * *
3. „არ შეიძლება შეუნდო იმათ, ვინც შენდობა არ იცის”. – ფრიდრიხ ვილემ ნიცშე
* * *
4. „შეუნდო – ნიშნავს დაივიწყო”. – ჯონ ფაულზი
* * *
5. „თუკი იმათ შევუნდობ, ვინც მლანძავს, ყოველთვის შემეძლება საკუთარი თავი მათზე მაღლა დავაყენო”. – ნაპოლეონ I ბონაპარტი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „გქონდეს შენდობის უნარი – ძლიერი ადამიანის თვისებაა. როგორც წესი, სუსტები არ შეუნდობენ”. – მაჰათმა განდი
* * *
7. „შეცდე – ადამიანურია. აპატიო – ღვთიური”. – ალექსანდრე პოული
* * *
8. „შესაძლოა აპატიო წასულს, თუმცა ძალიან რთულია აპატიო მობრუნებულს”. – ჯონათან საფრან ფოერი
* * *
9. „ცხოვრებამ ბევრი პატიება მასწავლა, თუმცა კიდევ უფრო ბევრი – პატიების მიზეზის ძიება”. – ოტო ფონ ბისმარკი
* * *
10. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ბოდიში დადებითად იქნა მიღებული, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უკვე შეგინდეს”. – ედუარდ სევრუსი
* * *
11. „შეურაცმხყოფელი არასოდეს პატიობს. პატიობს მხოლოდ შეურაცხყოფილი”. – ჰაინრიხ ჰაინე
* * *
12. „სანამ ადამიანებს სიყვარული გააჩნიათ, მანამ პატიობენ კიდეც”. – ფრანსუა დე ლაროშფუკო – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
13. „მტრებს ისე უნდა შეუნდოთ, რომ ტირილი დააწყებინოთ”. – სტას იანკოვსკი
* * *
14. „კაცთა მოდგმამ ვერ ისწავლა პატიება, რადგან ამის მიდრეკილება თავიდანვე არ გააჩნდა”. – მიგელ რუისი
* * *
15. „ერთადერთი, ვისაც ამქვეყანაზე შეიძლება არ ვაპატიოთ, ის ადამიანებია, რომელთაც პატიების უნარი არ გააჩნიათ”. – ემილ აჟარი
* * *
16. „არ შემიძლია დავივიწყო, თუმცა შემიძლია ვაპატიო”. – ნელსონ მანდელა
* * *
17. „შევუნდო – საბედნიეროდ ჩემი მოვალეობა არაა. ამ საქმით სამყაროს უმაღლესი ძალები არიან დაკავებული”. – ჰერბიორგ ვასმუ
* * *
18. „უნდა ვაპატიოთ დუმილით – სხვა მხრივ ეს პატიება არ იქნება”. – ანდრე მორუა
* * *
19. „სხვებს ხშირად აპატიე. საკუთარ თავს – არასოდეს”. – პუბლიუს სირიუსი
* * *
20. „თუკი არასოდეს პატიობთ, ყოველთვის მსხვერპლად დარჩებით”. – სტივენ კოვი