ჯერარდესკა მანუტიუსი – (ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი გლადიატორი ქალი)
ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და დაუნდობელ გლადიატორ ქალად მიჩნეულია,განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ამორძალი ქალი – ჯერარდესკა მანუტიუსი (ძვ.წ.აღ-ით I საუკუნე).იგი ლეგენდად ქცეული ყოფილი რომაელი მონის (წარმომავლობით თრაკიელი) – სპარტაკის მონათა არმიაში ირიცხებოდა აჯანყებისას.თუმცა,მას შემდეგ,რაც ძვ.წ.აღ-ით 71 წელს აპულიაში ბრუნდიზიუმის მახლობლად გამართულ ბრძოლაში,მათმა ჯარმა პომპეუსის რომაულ ლეგიონებთან მარცხი განიცადა,იგი ცნობილი რომაელი მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის – მარკუს ლიცინიუს კრასუსის ჯარისკაცების მიერ იქნა ტყვედ აყვანილი.სწორედ,სპარტაკის არმიაში ბრძოლებისას დაეუფლა იგი,შესანიშნავად საბრძოლო ხელოვნებას,რამაც მანუტიუსის შემდგომ ბედზე უდიდესი გავლენა იქონია. (ავტორი გენია.ჯი) ულამაზეს ქალს,ტყვედ აყვანის შემდეგ 6 000 თეთრკანიან მონასთან ერთად ჯვარზე გაკვრა მიესაჯა,თუმცა კრასუსისვე გადაწყვეტილებით (რომელიც ერთობ მოიხიბლა ქალის გარეგნობით),მას იმ მომენტში შეუნარჩუნეს სიცოცხლე,როდესაც უკვე ჯვარზე აკრავდნენ (არის ცნობები,რომ ჯერარდისკამ ის ღამე კრასუსთან ერთად კარავში გაათია).მალევე,ამორძალი ქალი კაპუის გლადიატორთა სკოლაში იქნა მივლენილი,საბრძოლო ხელოვნების კიდევ უფრო დასახვეწად,რაც მიზნად მის გლადიატორთა არენაზე ბრძოლას ისახავდა.ჯერარდესკას ერთადერთ მიზანს,ბრძოლების საშუალებით,პუბლიკის სიმპათიის მოპოვება წარმოადგენდა,რაც უახლოესი გზა იყო მისი თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე.ამისათვის კი აუცილებელი იყო,იგი მოწინააღმდეგეების მიმართ დაუნდობელი ყოფილიყო (რაც ესოდენ იტაცებდა რომაულ პუბლიკას) და ხალხის სიყვარული მოეპოვებინა.კაპუის გლადიატრთა სკოლაში რამდენიმე კვირიანი საბრძოლო კურსის გავლის შემდეგ,მანუტიუსი არენაზე იქნა გაწვეული.როდესაც ჯერარდისკა პირველად გავიდა არენაზე,მისი სხეულის განუმეორებელმა და პროპორციულმა ფორმებმა,იმთავითვე მოხიბლა დამსწრე საზოგადოება,რამაც დადებითად განაწყო კიდეც მის მიმართ.მანუტიუსის წინააღმდეგ არენაზე,საკმაოდ ძლიერი აღნაგობის და ტატუთი მრავლად შემკული ქალი – ტრასიანე წარსდგა,რომელიც წარმომავლობით საბერძნეთიდან იყო.პუბლიკა,რომელიც მათ შორის ხანგრძლივ ბრძოლას ელოდა,გაწბილებული დარჩა,რადგან,ჯერარდისკამ ტრასიანე სულ რაღაც ხუთ წუთში დაამარცხა და სიცოცხლეს გამოასალმა.მას შემდეგ,28 წლის ასაკში მყოფმა მანუტიუსმა,არენაზე, 11 თვის განმავლობაში 100 გლადიატორი-ქალი და 100 გლადიატორი-მამაკაცი იმსხვერპლა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის მახვილს ემსხვერპლნენ საუკეთესო და სახელგანთქმული გლადიატორებიც.ამორძალი-გლადიატორის სისასტიკით და ბრძოლის დახვეწილი თვისებებით აღფრთოვანებული გახლდათ რომაული საზოგადოება.მიუხედავად ამისა,ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გლადიატორ-ქალს,თავისუფლება არ ღირსებია და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ის გლადიატორი-ქალი,რომელმაც 200 საუკეთესო გლადიატორი დაამარცხა,ორ ჯუჯა-გლადიატორთან ბრძოლას შეეწირა.ცნობილია ისიც,რომ შესაძლებელი იყო ჯერარდესკასათვის სიცოცხლის შენარჩუნება,თუმცა იმ პუბლიკამ,რომლისგანაც ის თავისუფლებას მოელოდა,იგი სასიკვდილოდ გაწირა და გამაყრუებელი ხმით მოითხოვა მისი მოწინააღმდეგეებისაგან – მანუტიუსის მოკვლა.მას შემდეგ,რაც ჯერარდესკა მოკლეს,მისი ცხედარი,ისევე,როგორც სხვა დაღუპული გლადიატორებისა,სრულიად უსახელოდ იქნა დაკრძალული და მივიწყებული. (ავტორი გენია.ჯი)