გამალ აბდელ ნასერი – “ეპიზოდი”

გამალ აბდელ ნასერი (1918-1970 წლები) – წარმოადგენდა ეგვიპტის რიგით მეორე პრეზიდენტს,რომელიც სათავეში უდგა ეგვიპტის სისხლიან გადატრიალებას,რა დროსაც დამხობილ იქნა მეფე ფარუკის მონარქია და ეგვიპტე გამოცხადდა რესპუბლიკად.გარდა ამისა იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგე ისრაელის სახელმწიფოებრიობისა და პანარაბული ნაციონალიზმის იდეების ერთგული.სწორედ გამალ აბდელ ნასერი იყო,ისტორიაში ცნობილი “ექვსდღიანი ომის” სახელით ცნობილი სამხედრო კამპანიის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი,სადაც ეგვიპტემ მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად საშინელი და სამარცხვინო მარცხი განიცადა ისრაელის სახელმწიფოსთან. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი,სანამ ეგვიპტე ომში ჩაერთვებოდა გამალ აბდელ ნასერმა გაავრცელა მიმართვა,რომელშიც ეწერა:

“ეგვიპტემ მიიღო გადაწყვეტილება,საკუთარი გმირები,ფარაონის მოსწავლეები და ისლამის შვილები,პალესტინის მიწების დასაცავად გაგზავნოს… არასოდეს იქნება მშვიდობა ისრაელის საზღვრებთან,რადგან ჩვენ ვითხოვთ პალესტინელთა იმ მიწების დაბრუნებას,რომელიც მათ ეკუთვნით და იმ მიწებს,რომელიც – ისრაელის სასაფლაო გახდება!”