იცით თუ არა,რომ
1. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ავსტრიელი მწერალი – შტეფან ცვაიგი,ნაციზმის შესახებ წერდა: “სწორედ მან მოწამლა ჩვენი ევროპული კულტურა.თავად გავხდი იმის მოწმე,როგორ გადაიქცა ჰუმანურობა ველურობად,რომლის მსგავსიც ჯერ არავის უნახავს,ეს იყო წინასწარგანზრახული ბოროტება,ანტიჰუმანურობიდან რომ იღებდა სათავეს”.
2. ასტრონომთა დასკვნების მიხედვით – მთვარის ასაკი 4,36 მილიარდი წლით განისაზღვრება.
3. “როკ-ენ-როლის მეფედ” წოდებული,დიდი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი – ელვის აარონ პრესლი,იმდენად დიდი მოყვარული გახლდათ კინოფილმებისა,რომ ხშირად არენდით იღებდა კინოთეატრებს,რა დროსაც მთელ ღამეებს მხატვრული ფილმების ყურებაში ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი)
3. “მედუზა-მკვლელი” – თავის თანამოძმე სახეობებისაგან განსხვავდება იმით,რომ გააჩნია თვალები,ტვინი და ასჯერ უფრო საშიში შხამი,ვიდრე სამეფო კობრას.
4. უძველეს ეპოქებში – ბალტიის ზღვას – “ქარვის ზღვად” მოიხსენიებდნენ,რადგან იგი ერთობ მდიდარი გახლდათ ქარვის მინერალებით.
5. დედამიწაზე ყველაზე გავრცელებულ მინერალს – კვარცი წარმოადგენს.
6. ჭექა-ქუხილი – ეგვიპტეში,საშუალოდ 200 წელიწადში ერთხელ ხდება.
7. მხრებზე დასადგამ ტახტრევანს,რომლითაც ადრეულ საუკუნეებში დიდებულებს დაატარებდნენ – პალანკინს უწოდებდნენ.
8. მას შემდეგ,რაც სტალინი ერთ-ერთი კონცერტის დროს, დიდი ქართველი მსახიობი ქალების – ნატო ვაჩნაძისა და თამარ ციციშვილის შორის მოთავსდა დასაჯდომად, მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: “ძლივს არ მეღირსა თავადის ქალებთან ჯდომა!”
9. ევროპული ეკოლოგიური ორგანიზაციები ყოველ წელს აღნიშნავენ “ღამურების დაცვის საერთაშორისო დღეს”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ღონისძიებები,მუდმივად 20-21 სექტემბრის ღამით იმართება. (ავტორი გენია.ჯი)
10. 1635 წლის 22 თებერვალს,საფრანგეთის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოღვაწის – კარდინალ რიშელიეს ბრძანების საფუძველზე,პარიზში დაარსებულ იქნა – “საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია”.