ჯეკ რეკჰემი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი მეკობრის – ჯეკ რეკჰემის (1682-1720 წლები),დაქვემდებარებულ მეკობრეთა რაზმში ორი უმამაცესი ქალი-მეკობრე – მერი რიდი და ენი ბონი ირიცხებოდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჯეკის სახელის (და ზოგადად მისი რაზმის) პოპულარობა,სწორედ ამ ორი სუსტი სქესის წარმომადგენლის საოცარმა გმირულმა და თავზეხელაღებულმა ბრძოლებმა განაპირობა.შესაბამისად,მეკობრეთა რაზმის “წარმატებული ნადირობა” ხშირ შემთხვევებში,მათ სიმამაცეზე იყო დამოკიდებული.ჯეკ რეკჰემის მეკობრეთა დაჯგუფება რამდენიმე ასეული კაცისაგან შედგებოდა და თავზარს სცემდა იმ გემებს,რომლებიც მათ სადრეიფო სიცრცეებში ხვდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ცნობილია,რომ ენი ბონი და ჯეკ რეკჰემი ერთმანეთზე თავდავიწყებით იყვნენ შეყვარებულები. 1720 წელს,აღნიშნული ჯგუფის მეკობრეები,თავს დაესხნენ იამაიკის ინგლისელი გუბერნატორისა და კაპიტნის – ვუდს როჯერსის გემს,რამაც სავალალო შედეგები მოუტანა მათ.იმავე წელს,გუბერნატორის ბრძანების საფუძველზე,კაპიტანმა ჯონათან ბარნეტმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა იამაიკის სამთავრობო ფლოტმა,მცირეოდენი ბრძოლების შედეგად,ჯეკ რეკჰემი და მისი 300 მეკობრე ტყვედ აიყვანა,მათ შორის ენი ბონიც.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მეკობრეთა კაპიტანმა ბრძოლაში თავი ვერაფრით გამოიჩინა,რამაც განაპირობა კიდეც რაზმის ტყვედ აყვანა.იამაიკის ინგლისურმა სასამართლომ დაკავებულებს სიკვდილით დასჯა გამოუტანა.თუმცა ხელისუფლებამ ჰუმანური მოტივით,ენი ბონის (რომელიც იმ დროს ორსულად იყო) და მისი საყვარებული მამაკაცის – ჯეკ რეკჰემის უკანასკნელი შეხვედრა უზრუნველყო.მაშინ,როდესაც ენიმ ბავშვის მომავალი მამა ერთობ გაუბედურებულ და გასასაცოდავებულ მდგომარეობაში იხილა,ძალიან გაღიზიანდა და რეკჰემს მიმართა:
” – შენ,რომ ისე გებრძოლა,როგორც ნამდვილ მამაკაცს შეჰფერის,დღეს ისე არ ჩამოგახრჩობდნენ,როგორც – ძაღლს”, – და უმალვე გაეცალა მას.
P.S. ჯეკ რეკჰემი 1720 წლის 17 ნოემბერს იამაიკაში სიკვდილით დასაჯეს,ხოლო – ენი ბონს,სასიკვდილო განაჩენის აღსრულება ორსულობის გამოისობით გადაუდეს,შემდეგ კი,გაუუქმეს კიდეც.მისი შემდგომი ბიოგრაფიის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს.ერთი ვერსიის თანახმად,ენი სხვა მეკობრეთა ჯგუფს შეუერთდა და ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა.უფრო სანდო ვერსიის თანახმად კი,იგი მისივე მდიდარი ინგლისური ოჯახის მიერ იქნა გამოსყიდული და 1782 წლის 22 აპრილს,82 წლის ასაკში გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)
ენი ბონი