ზბიგნევ კაზიმეჟ ბჟეზინსკი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი პოლონური წარმომავლობის მქონე,ამერიკელი პოლიტოლოგი,სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე - ზბიგნევ კაზიმეჟ ბჟეზინსკი,დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი იყო.გარდა ამისა იგი წარმოადგენდა ამერიკის რიგით 39-ე პრეზიდენტის – ჯიმი კარტერის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.ბჟეზინსკი გახლდათ ის ამერიკელი სახელმწიფო მოხელე,რომელიც უდიდესი მოწინააღმდეგე იყო საბჭოთა კავშირის და ზოგადად,ყოველგვარი “კომუნიზმისა”. (ავტორი გენია.ჯი) 1979 წელს საბჭოთა ჯარებმა გადაკვეთეს ავღანეთის საზღვრები და ჩაეფლენ,საშინელი ომის მორევში,რომელიც 10 წლის მანძილზე (1989 წლამდე) გრძელდებოდა და რომელსაც ათასობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.ამ მოვლენის შესახებ 1998 წელს ზბიგნევ კაზიმეჟ ბჟეზინსკიმ ფრანგულ ჟურნალს – “Le Nouvel Observateur”-ს განუცხადა:
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო,რომ ჩვენ არანაირად არ ვუბიძგებდით რუსებს,ჩარეულიყვნენ ავღანეთის საშინაო საქმეებში.თუმცა რაც დრო გადიოდა,მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდით იმაში,რომ ისინი თავიანთ განზრახვას ავღანეთის მიმართ,მალე მოიყვანდენ სრულყოფაში… (ავტორი გენია.ჯი) მათ მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია ავღანეთის პრეზიდენტის ჰაფიზულა ამინის წინააღმდეგ,შესანიშნავი და ბრწყინვალე შედეგი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირი “ავღანურ მახეში” გაბმულიყო… იმ დღეს,როდესაც მათმა ჯარებმა ავრანეთის ტერიტორიის საზღვრები გადაკვათა,მე პრეზიდენტ კარტერს მივწერე: “დღეს ჩვენ უკვე გვაქვს დიდებული შანსი,საბჭოთა კავშირს ავღანეთში მოვუწყოთ თავიანთი – “ვიეტნამის ომი”,რაც იდეალურად განხორციელდა კიდეც.