ნოდარ დუმბაძე – “ეპიზოდი”
1981 წლის ივნისში,მოსკოვში საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის მწერალთა მეშვიდე ყრილობაზე,სხდომებს შორის შესვენების დროს ბატონი ნოდარ დუმბაძე შეხვდა გამოჩენილ ყირგიზ მწერალს ჩინგიზ აიტმატოვს.ძალიან თბილი შეხდერა ჰქონდათ.ორივე ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიით იყო განწყობილი.ამ დროს ფოტოკორესპონდენტმა სურათი გადაიღო და ბატონ ნოდარს გვარი ჰკითხა.ძალზე აღშფოთდა ჩინგიზ აიტმატოვი,რომ ფოტოკორესპონდენტმა ის იცნო და ვერ იცნო ბატონი ნოდარი.აღშფოთებულმა ფოტოკორესპონდენტს განუმარტა,რომ ეს გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარე და არაჩვეულებრივი რომანის “მარადისობის კანონის” ავტორი – ნოდარ დუმბაძე.ფოტოკორესპონდენტმა მორცხად დახარა თავი და ბლოკნოტში ჩაინიშნა,კადრი N 19 – მარჯვნივ ნოდარ დუმბაძე.სხდომის დასრულების შემდგომ,სასტუმროში მიმავალ ნოდარ დუმბაძეს,გზაში წამოეწია უკვე ნაცნობი ფოტოკორესპონდენტი და ჰკითხა: ვინ არის ის კაცი,თქვენ რომ გესაუბრებოდათ სურათის გადაღების დროს? – შეკითხვამ,ნოდარის ისეთი გულიანი და ხმამაღალი ხარხარი გამოიწვია,რომ ქუჩაზე გამვლელები გაოცებული შესცქეროდნენ. (ავტორი გენია.ჯი)