ფრაზეოლოგია “ომის” შესახებ…
1. ”არავინ იცის,თუ რომელი ომისთვის არის დაბადებული”. – ერიხ მარია რემარკი
2. “მე,გადავურჩი ორ ომს,ორ ცოლს და ადოლფ ჰიტლერს”. – ალბერტ აინშტაინი (ავტორი გენია.ჯი)
3. “სამყარო დაუღალავად ემზადება თვითმკვლელობისათვის,თუმცა არავითარ შემთხვევაში ამის აღიარება არ სურს”. – ერიხ მარია რემარკი
4. “გახანგრძლივებული ომი,საბოლოო ჯამში გამარჯვებულსაც ანადგურებს”. – პაულო კოელიო
5. “არასოდეს დაწიყო ომი,თუკი იმაში არა ხარ დარწმუნებული,რომ გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ იმაზე მეტს,ვიდრე დამარცხების შემთხვევაში დაკარგავ”. – ვლადიმერ სვერჟინი
6. “მოგებულია ომი და არა მშვიდობა”. – ალბერტ აინშტაინი
7. “თუკი ჩვენ არ დავასრულებთ ომს,ომი დაგვასრულებს ჩვენ”. – ჰერბერტ უელსი
8. “თანაბარუფლებიანობა – არასოდეს შობს ომს”. – სოლონი (ავტორი გენია.ჯი)
9. “ყველა ეძებს და ვერ პოულობს იმის მიზეზს,თუ რისთვის დაიწყო ომი.მათი ძიება ამაოა და ვერც ვერასოდეს დაადგენენ.ომი იწყება არა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო,არამედ მიზეზთა ერთობლიობის შედეგად”. – ტომას ვუდრო უილსონი
10. “სამხედრობემა ის რომ იცოდნენ თუ რისთვის ომობენ,შეუძლებელი იქნებოდა,თუნდაც ერთი ომის წარმოება”. – ფრიდრიხ დიდი
11. “ან ომები გადავა მოდიდან,ან ადამიანები” . – რიჩარდ ბაკმინსტერ ფულერი
12. “სიმართლე – ომის პირველი მსხვერპლია”. – უცნობი ავტორი
13. “ხშირად მეკითხებიან: “რისთვის ვბრძოლობთ?” მე,ყოველთვის ვპასუხობ: “შევწყვეტთ ბრძოლას და ყველაფერს გაიგებთ…” – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი
14. “ომი – მშვიდობიანობის დროს წარმოქმნილი პრობლემებიდან ლაჩრულად გაქცევის მცდელობაა”. – თომას მანი
15. “სანამ სხვას შეუტევდე,ჯერ – საკუთარ თავს შეხედე”. – ოტაკი ჰიდეო
16. “ბრძენი ადამიანი ყოველთვის ნახავს საშუალებას,რომ ომი არ დაიწყოს”. – ისოროკუ იამამმოტო
17. “დიდება უფალს,რომ ომი საშინელებაა,თორემ მას ჩვენ შევიყვარებდით…” – რობერტ ედვარდ ლი
18. “არასოდეს შევუერთდები ომის საწინააღმდეგო ორგანიზაციებს… დამიძახეთ და შემოგიერთდებით მხოლოდ მაშინ,როდესაც მშვიდობის მხარდასაჭერ ორგანიზაციებს შექმნით…” – დედა ტერეზა
19. “ვერავინ გაიგებს რა არის ომი,სანამ იქ საკუთარ შვილს არ გაგზავნის”. – ჯოზეფ დე მესტრი
20. ”ომი ის ბოროტებაა,რომელიც არცხვენს და შეურაცხყოფს კაცობრიობის მოდგმას”. – ფრანსუა ფენელონი (ავტორი გენია.ჯი)