ფრაზეოლოგია “ღალატის” შესახებ…
1. “ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს,რომლისთვისაც მზადა ხარ საფრთხის შემთხვევაში – მკერდი მიუშვირო”. – ელჩინ საფარლი
2. “არასოდეს დაბრუნდეთ მოღალატესთან.უმჯობესია დაიკვნიტოთ ფრჩხილები და ჭამოთ მიწა,ვიდრე დაბრუნდეთ იქ,სადაც ოდესღაც უკვე გიღალატეს”. – ჟან რენო (ავტორი გენია.ჯი)
3. ”მოღალატის მიერ ალესილი დანა ყველაზე ბასრია”. – ჯო აბრკრომბი
4. “ერთგულება ძაღლებმა ისწავლეს.ადამიანებმა კი – ვერა”. – უცნობი ავტორი
5. “შეუძლებელია გიღალატოს ისეთმა ადამიანმა,რომელთანაც არაფერი გაკავშირებს”. – მაქს ფრაი
6. “ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ის,ვინც მძიმე წუთებში ერთხელ უკვე გიღალატა,გიღალატებს მეორედაც”. – დონალდ ტრამპი
7. “მხოლოდ იმათ ძალუძთ თქვენი ღალატი,ვისაც ყველაზე მეტად ენდობით”. – ტერი გუდგაინკი
8. “ბევრად მარტივად უთხრიან ორმოს მეგობრებს,ვიდრე მტრებს”. – მიხაელ ვალერი
10. “მას,ვისაც სჯერა,რომ ღალატის გამოსყიდვა შესაძლებელია,ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს”. – დმიტრი ემეცი
11. “მოღალატეები ყველგან და ყველაფერში ღალატს ხედავენ”. – უცნობი ავტორი
12. “უმჯობესია დაუჯერო მოღალატეს,ვიდრე ხელი ჰკრა მეგობარს.მიუხედავად იმისა,რომ ეს უფრო დიდი საფრთხის მატარებელია,საბოლოო ჯამში მაინც გაგამართლებენ”. – გრიგოლ ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი)
13. “მოღალატეებისაგან ვერანაირი სისქის კედელი ვერ დაგიცავს”. – ვერა კამშა
14. “ღალატი – მხოლოდ დროის საკითხია”. – კარდინალი რიშელიე
15. “არასოდეს უწოდო მოღალატე ისეთ ადამიანს,რომელსაც ისედაც არასოდეს ენდობოდი”. – სიუზან კოლინზი (ავტორი გენია.ჯი)