პოლ ეჟენ ანრი გოგენის შესახებ…
გენიალური ფრანგი ფერმწერი,მოქანდაკე და გრაფიკოსი – პოლ ეჟენ ანრი გოგენი (1848-1903 წლები),რომელიც ვან გოგთან ერთად პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად მიიჩნევა,არა ერთხელ ჩაუგდია ცხოვრებას საშინელ სასოწარკვეთილებაში.მიუხედავად იმისა,რომ ფინანსურად შეძლებული ოჯახიდან იყო გამოსული,ისე განვითარდა მოვლენები,რომ უკიდურესი სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდა.მუშაობდა მაკლერად,თუმცა 1884 წელს პარიზში განვითარებულმა ფინანსურმა კრიზისმა,რამდენიმე წარუმატებელი საქმის გამო დიდ სკანდალებში გახვია,რამაც იგი უმუშევრად დატოვა. (ავტორი გენია.ჯი) 1895-96 წლებში პარიზი საშინელმა ყინვებმა მოიცვა.იმის გამო,რომ გოგენს არ ჰქონდა საშუალება ოჯახი ნორმალურ და თბილ პირობებში ჰყოლოდა,მეუღლე ბავშვებთან ერთად დანიაში,მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად.პოლ გოგენი კი,სრული ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.როგორც რიგი ისტორიკოსები ირწმუნებიან,იმ პერიოდში მხატვარი უმეტესწილად მშიერი იყო.მის მიერ შექმნილი პოსტიმპრესიული შედევრები კი,უმცირეს ყურადღებასაც არ იწვევდა იმ პერიოდის საზოგადოებაში.რასაც ჰყიდდა,იმასაც სულ რამდენიმე გროშად,რაც რაღა თქმა უნდა საარსებოთაც არ იყო საკმარისი.მალევე მან პარიზი დატოვა და ტაიტიზე გადაბარგდა.სასოწარკვეთილმა პოლ გოგემა სწორედ იმ პერიოდში (1897-98 წლებში) დახატა,თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ღრმა ფილოსოფიური სიუჟეტის მქონე ტილო,სახელწოდებით – “საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ?” აღნიშნული სურათის შესახებ იგი წერდა: “ღრმადა ვარ დარწმუნებული,რომ ეს სურათი ბევრად აღემატება ჩემს მიერ ადრე შექმნილ სურათებს და მწამს ისიც,რომ მომავალში ასეთ სურათს ვერღარასოდეს დავხატავ”.მხატვარს ჩაფიქრებული ჰქონდა,რომ აღნიშნული ტილოს დახატვის შემდეგ,სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებდა.თავისი წარუმატებელი ცხოვრებით,ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილმა გენიოსმა მხატვარმა კი,შემდეგი სიტყვები დაწერა:
“წარუმატებლობა ბავშვობიდანვე თან მდევს.არასოდეს განმიცდია ბედნიერება და სიხარული.ერთადერთი რასაც ყოველთვის განვიცდიდი – დაცემა და ვარდნა იყო.სწორედ ამიტომ მთელი ხმით უნდა შევძახო: “უფალო,თუკი არსებობ,მე გადანაშაულებ ჩემს მიმართ გამომჟღავნებულ უსამართლობასა და სისასტიკეში”.
საბედნიეროდ,პოლ გოგენის თვითმკვლელობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.ვან გოგთან წარმოქმნილი უთანხმოების შემდეგ,იგი ყველასაგან მიტოვებული და მივიწყებული 1903 წლის 8 მაისს მარკიზის კუნძულებზე მდებარე დაბა ატუონაში აღესრულა.ერთადერთი საუკეთესო სიტყვები,რომელიც მისთვის სიცოცხლეში გაუმეტებიათ,მისივე უერთგულესი მეგობრის – დანიელ დე მონფრედის მიერ იყო წარმოთქმული:
“…შენ ახლა ის უნიკალური და ლეგენდარული მხატვარი ხარ,რომელიც შორეულ სამხრეთის ზღვებიდან დიდი მხატვრის განსაცვიფრებელ,განუმეორებელ და სრულყოფილ ქმნილებებს გვიგზავნი… შენი მტრები დუმან,ისინი ვეღარც გიბედავენ შემოტევას,ამის გაფიქრებაც კი აღარ ძალუძთ… შენ უკვე ყველა დიდი ადამიანივით მიუწვდომელი ხარ და ხელოვნების ცოცხალ ისტორიას ეკუთვნი”. (ავტორი გენია.ჯი)
პოლ გოგენის გენიალური ტილო – “საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ?”