სარა ბერნარის შესახებ…
ლეგენდარული ფრანგი თეატრის მსახიობი ქალი - სარა ბერნარი (1844-1923 წლები),რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი მსახიობი ქალი”,არასოდეს ენდობოდა ბანკებს.თავისი ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე,არასოდეს შეუტანია მის მიერ გამომუშავებული დიდი ჰონორარები ბანკებში.აქვე ცნობილია ისიც,რომ ამა თუ იმ სპექტაკლში მონაწილეობისათვის ხელფასს ოქროს მონეტების სახით ითხოვდა და იღებდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,ბრილიანტების უზომოდ მოყვარული ქალი,თავის დანაზოგს,ყოველთვის პორტფელით დაატარებდა.ამავე პორტფელში,მძარცველებისაგან თავის დაცვის მიზნით პისტოლეტიც ედო (სარა – იარაღს,თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ხშირად მოიხსენიებდა).უამრავი როლის შესრულებესთან ერთად,იზრდებოდა მისი გასამრჯელოც,რომელიც უკვე პორტფელში აღარ ეტეოდა და მისი ტარებაც შეუძლებელი გახდა.სწორედ ამიტომ შეიძინა სპეციალური ზარდახშა,რომელიც თავისივე საწოლის ქვეშ ჰქონდა განთავსებული.მიუხედავად ამისა,სარას თავისი დანაზოგი ბანკებისათვის მაინც არასოდეს უნდია.
“ღვთაებრივი სარა” (ასე მოიხსენიებდნენ მას თეატრალურ სამყაროში),დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა – აკროფობიით (სიმაღლისადმი პანიკური შიში).მიუხედავად ამისა,გადაწყვიტა,რომ დაეძლია აღნიშნული ფობია და 1878 წელს,პარიზში გამართული გამოფენის დროს,საჰაერო ბურთის საშუალებით 2 000 მეტრ სიმაღლეზე იფრინა.ამ მოვლენით,ბერნარმა თანდაყოლილი შიში დაამარცხა,რაც დამეთანხმებით,რომ მისი მტკიცე ხასიათის ჭეშმარიტი გამოვლინება გახლდათ.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ სარა ბერნარს კარიერის დასაწყისში თეატრის სცენაზე გასვლის პანიკური შიშიც გააჩნდა,თუმცა მისი მიზანდასახულობა იმდენად მაღალი ხარისხის იყო,რომ ესეც დაძლია და უდიდეს ფრანგ მსახიობ ქალადაც იქცა.
როგორც ცნობილია,სარა ბერნარს ცხოვრების მანძილზე უამრავი თაყვანისმცემელი მამაკაცი და საკმაოდ ბევრი საყვარელი ჰყავდა.აღნიშნულ საკითხზე,მის პირად ბიოგრაფსა და უკვე ხანში შესულ სარას შორის,შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:
- იცით თუ არა ქალბატონო,რომ ისტორიაში ყველაზე დიდ მექალთანედ კაზანოვას მიიჩნევენ? მას დაახლოებით 132 საყვარელი ქალი ჰყავდა.
მსახიობმა ქალმა ნაღვლიანად გაიღიმა და ბიოგრაფს მიუგო:
- ჩემთვის ძალიან სამწუხაროა,რომ მან სრულად ვერ გამოცადა ჭეშმარიტი სიყვარულისაგან მიღებული სიხარული.თუ არ ვცდები,ჩემი ცხოვრების მანძილზე 1002 საყვარელი მამაკაცი მყავდა… არა,მაპატიეთ,ბევრად უფრო მეტი…
სარა ბერნარი გარდაიცვალა 1923 წლის 26 მარტს პარიზში,78 წლის ასაკში.გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე,თავად შეარჩია ექვსი ყველაზე ლამაზი მსახიობი გოგონა,რომლებიც უნდა გაჰყოლოდნენ მის კუბოს უკანასკნელ გზაზე სასაფლაომდე.მას შემდეგ რაც იგი გარდაიცვალა,პარიზი გლოვამ მოიცვა.ათი ათასობით ადამიანი ემშვიდობებოდა უდიდეს ფრანგ მსახიობ ქალს.მისი სახლიდან პერ-ლაშეზის საყოველთაოდ ცნობილ სასაფლაომდე კი,მთელი გზა იმ ულამაზესი ყვავილებით (კამელიებით) იყო მოფენილი,რომელსაც იგი სიცოცხლეში აღმერთებდა. (ავტორი გენია.ჯი)