ჯენი ვანდა ბარკმანი – “ლამაზი მოჩვენება”
ჯენი ვანდა ბარკმანი - დაიბადა 1922 წლის 30 მაისს,გერმანიაში.იგი წარმოადგენდა “შტუტგოფის” (დაარსებული ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ პოლონეთის ტერიტორიაზე 1939 წელს) საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკით განთქმულ ზედამხედველ ქალს,რომელსაც მისი “ლამაზი აღნაგობის” გამო – “ლამაზი მოჩვენება” უწოდეს.ბავშვობა ჰამბურგში გაატარა.1940-1943 წლებში იგი გერმანიაში,ფოტომოდელად მუშაობდა.1944 წლის იანვრიდან კი “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებულ “შტუტგოფის საკონცენტრაციო ბანაკში” დაიწყო ზედამხედველად მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) იქვე მან ქალ-პატიმრებზე დაიწყო სასტიკი მეთოდების გამოყენება და მათი ცემა-წამება,რა დროსაც არაერთი პატიმარი ქალი შემოაკვდა.მისთვის უცხო იყო ყოველგვარი ადამიანური თვისება და ცნობილი გამონათქვამი “ლამაზ სხეულში ლამაზი სულია”,მის მიერ ცადენილი სასტიკი საქციელების გამო,სრულიად იქნა იგნორირებული.გარდა ამისა,იგი გახლდათ ხელმძღვანელი ბანაკში,იმ საშინელი აქტისა,რასაც “გაზის კამერებში” ადამიანების (ქალებისა და ბავშვების) შეყვანა ჰქვია.სწორედ მისი ლამაზი გარეგნობისა და უსასტიკესი ხასიათის გამო,პატიმარმა ქალებმა მას “ლამაზი მოჩვენება” შეარქვეს.მისი დანახვაც კი “შტუტგოფის” გაუბედურებული ტუსაღებისათვის სიკვდილის მომასწავებელი იყო და მასთან არა მარტო კონტაქტს,არამედ მისი თვალთახედვის არეალში მოხვედრასაც კი ერიდებოდნენ.
1945 წელს,როდესაც საბჭოთა ჯარები “შტუტგოფის საკონცენტრაციო ბანაკს” მიუახლოვდნენ,ბარკმანი ბანაკიდან გაიქცა,თუმცა იგი გდანსკის სადგურზე ამოიცნო მოსახლეობამ და დააკავა.როდესაც სასამართლოზე მას ბრალი წაუყენეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს,უკანასკნელ სიტყვაში განაცხადა: “სიცოცხლე რა თქმა უნდა უდიდიესი სიამოვნება და ნეტარებაა,თუმცა როგორც წესი,იგი დიდხანს არ გრძელდება”. (ავტორი გენია.ჯი)
1946 წლის 4 ივლისს,პოლონეთის ქალაქ გდანსკთან ახლოს,სხვა ფაშისტ დამნაშავეებთან ერთად,საჯაროდ იქნა ჩამოხრჩობილი ჯენი ვანდა ბარკმანი.მაშინ იგი სულ რაღაც 24 წლის იყო.თუმცა,მიუხედავად მცირე ასაკისა,მან იმდენად დიდი ზიზღი დატოვა ადამიანებში,რომ ჩამოხრჩობის შემდგომ მისი სხეული დაწვეს,ხოლო ფერფლი კი ტუალეტში იქნა ჩაყრილი.