ფრენკ სინატრა – (ბოიკოტი ავსტრალიაში)
იტალიური წარმომავლობის მქონე,ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი,შოუმენი და მსახიობი – ფრენკ სინატრა (1915-1998 წლები),რომელსაც თავისი განუმეორებელი ხმის გამო – “მისი უდიდებულესობა ხმა” უწოდეს,ერთობ სკანდალური რეპუტაციით სარგებლობდა.მის შესახებ უამრავი სხვადასხვა სახის ინფორმაცია იყო გავრცელებული.მათ შორის,სინატრას კავშირებზე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსა და მაფიასთან.ფაქტია,რომ XX საუკუნის ყველაზე სახელოვან პოპ-მუსიკოსს,ძალიან გავლენიანი წრეები მფარველობდნენ.მისი უხიაგი ხასიათის და უტაქტო გამონათქვამების გამო,არაერთხელ მომხვდარა “ყვითელი პრესის” პირველ გვერდებზე.თუმცა ავსტრალიაში ჩასვლამდე (1955 წელი),აზრად არავის მოსვლია მისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა. (ავტორი გენია.ჯი) ფრენკი,ყველაზე გამორჩეულად ჟურნალისტებს ვერ იტანდა,რაც ავსტრალიაში გასტროლებისას დაამტკიცა კიდეც.ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე,რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა,ფრენკმა მამაკაც-ჟურნალისტებს “იდიოტები”,ხოლო ქალ-ჟურნალისტებს კი,”მეძავები” უწოდა.გარდა ამისა,განაცხადა,რომ არც ერთი ჟურნალისტის ფასი,ერთ დოლარზე მეტი არ იყო.სინატრას უტაქტო გამოხდომას,ავსტრალიელი ჟურნალისტები დუმილით შეხვდნენ,რაც ერთგვარი ბოიკოტის გამოხატვა იყო მათი მხრიდან.პრესკონფერენცია აღარ გაგრძელებულა.ჟურნალისტებისაგან ასეთ საქციელს,იგი არ მოელოდა,თუმცა,მისი გაოცება და გაღიზიანება მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა,რაც ავსტრალიელი ჟურნალისტების ბოიკოტს მხარი აუბა რიგითმა ავსტრალიელმა მოქალაქეებმაც: მის მომსახურებაზე უარი განაცხადა,სასტუმროების მომსახურე პერსონალმა; აეროპორტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ფრენკის პირადი თვითმფრინავი ბენზინით მოემარაგებინა; ტაქსისტები უარს ამბობდნენ მის მომსახურეობაზე; მოსახლეობამ კი უარი განაცხადა,სინატრას კონცერტებზე დასწრებაზე.შესაბამისად,სინატრას ავსტრალიური გასტროლები სრული კრახისა და ფიასკოს წინაშე იდგა,რომ არა ავსტრალიის ხელისუფლება.მათ,ოფიციალურად მოუწოდეს ქვეყნის მოსახლეობას,რომ შეეწყვიტათ ბოიკოტი და გამოეჩინათ სტუმართმოყვარეობა.მთავრობის მოწოდების შემდეგ,მელბურნში გამართულ კონცერტს,ფერნკის უამრავი თაყვანისმცემელი დაესწრო და თამამად შეიძლება ითქვას,რომ მისი ავსტრალიური ტურნეს წარმატებით დაგვირგვინებაში სწორედ,ავსტრალიის მთავრობამ დაიდო უზარმაზარი წვლილი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ 2003 წელს,გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი,სახელწოდებით – “ღამე,რომელსაც ჩვენ დავარქვით დღე”,სადაც ასახულია რეალური ისტორიები ფრენკ სინატრას ავსტრალიური ტურნედან. (ავტორი გენია.ჯი)