სერგეი რახმანინოვი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი - სერგეი რახმანინოვი (1873-1943 წლები),რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა მუსიკალური ნაწარმოებით – “რაფსოდია პაგანინის თემაზე”,მაშინ,როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ეგზომ პოპულარული მუსიკოსი,ამერიკის შეეთბულ შტატებს ეწვია გასტროლებზე.ერთ-ერთმა ამერიკელმა კრიტიკოსმა,შეამჩნია-რა მას ძალიან მოკრძალებული სამოსი,ჰკითხა:
- მაესტრო,თუ შეიძლება მიპასუხეთ,რატომ ხართ ასე მოკრძალებულად ჩაცმული?
რახმანინოვმა გაიღიმა და კრიტიკოსს უპასუხა:
- ჩემთვის სულერთია,როგორ ჩავიცვამ,რადგან აქ მე მაინც არავინ მიცნობს.
გავიდა რამდენიმე წელიწადი… მუსიკოსის სახელი საყოველთაოდ ცნობილი გახდა.მიუხედავად ამისა,მას უბრალო ჩაცმის სტილზე არ უღალატია და კვლავაც ისევე იმოსებოდა,როგორც ადრეულ წლებში.ბედის ირონიით,ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს სერგეი რახმანინოვი კვლავ იმავე ამერიკელ კრიტიკოსს გადაეყარა,რომელმაც ტრადიციული შეკითხვის დასმას არც ამჯერად უღალატა:
- მაესტრო,ჩვენი შეხვედრის შემდეგ წლები გავიდა.თქვენი მატერიალური შესაძლებლობები ძალიან გაიზარდა,თუმცა,თქვენ,კვლავაც ისეთივე მოკრძალებულად იმოსებით,როგორც ადრეულ წლებში.რა გახლავთ ამის მიზეზი?
- რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცვამ.მე,ხომ ისედაც ყველა მიცნობს! – მხრების აჩეჩვით უპასუხა რახმანინოვმა. (ავტორი გენია.ჯი)