“აპლოდისმენტი”

“აპლოდისმენტი” – (ფრანგული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – მოწონების გამოხატვას ტაშის მეშვეობით).აპლოდისმენტი წარმოადგენს რისამე მოწონების ნიშნად ან მისალმების გამოსახატავად წარმოებულ ტაშს (ტაშისკვრას),რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა წარმოდგენებზე (თეატრებში,არენებზე,ცირკში და სხვა).აპლოდისმენტებს ხშირ შემთხვევაში თან ახლავს შეძახილები (ოვაციები) – “ბრავო” და “ბრავისიმო”,რაც იტალიურ ენაზე აღნიშნავს – “შესანიშნავია”. (ავტორი გენია.ჯი) ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად,აპლოდიმენტები პირველად გამოყენებული იქნა ძველ რომში.ცნობილია ისიც,რომ მას არ გამოიყენებდნენ ძველი ბერძნები.დიდი რომაელი კომედიანტები და მწერალები – ტიტუს მაკციუს პლავტუსი (ძვ.წ.აღ-ით 254-184 წლები) და პუბლიუს ტერენციუს აფრუსი (ძვ.წ.აღ-ით 195-159 წლები),ყოველ თავიანთ პიესას ასრულებდნენ სიტყვებით – “plaudite,cives”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რომაელებმა დაქირავებული ტაშისმკვრელების სპეციალური ჯგუფებიც კი ჩამოაყალიბეს და იგი ერთგვარ პროფესიადაც აქციეს.ასეთ ხალხს ქირაობდნენ გლადიატორთა ბრძოლებზე,თეატრების წარმოდგენებზე და სხვა საჯარო წარმოდგენებზე დასასწრებად,რათა მათ თავიანთი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით გარკვეული ეშხი შეეძინათ ამა თუ იმ წარმოდგენისათვის.რომის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორი – ნერონი,მრავალ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ შეჯიბრებებში თავად იღებდა მონაწილეობას,ამიტომ იგი,მისი ქვეშევრომებიდან კატეგორიულად მოითხოვდა,რომ მისი გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოეწყოთ,რაც შეიძლება ხმაურიანი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები.ცნობილია,რომ მან სიკვდილით დასაჯა ის ერთ-ერთი რომაელი ორატორი,რომელმაც უარი განაცხადა მისთვის აპლოდისმენტი მიეძღვნა.

ისეთი ცნობილი რომაელი მწერლები და კლასიკოსები,როგორებიც გახლდნენ – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი და სენეკა “უფროსი”,ყოვლად მიუღებელ ფორმად მიიჩნევდნენ აპლოდისმენტებს და დასცინოდნენ კიდეც “სოფისტებს” და იმ ორატორებს,რომლებიც მუდმივად ქირაობდნენ ტაშისმკვრელებს,თავიანთი გამოსვლების ფინალურ ნაწილში აპლოდისმენტებისათვის.აპლოდისმენტის კულტურა,რომიდან მოგვიანებით ევროპის სხვა ქვეყნებშიც იქნა გავრცელებული.აღნიშნულმა პრაქტიკამ ფესვები გაიდგა ქრისტიანულ ეკლესიებშიც,რამაც რიგი სასულიერო პირების აღშფოთება გამოიწვია.მათ შორის იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი და “ეკლესიის მამათ” წოდებული წმინდანი – იოანე ოქროპირი.იგი,თავგამეტებით ცდილობდა,რომ აპლოდისმენტები ეკლესიაში შეწყვეტილიყო და ამავეს მოუწოდებდა სხვა სასულიერო პირებსაც.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში,დაქირავებულ ტაშისმკვრელებს – “კლაკიორებად” მოიხსენიებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ სამსახურს საკუთარი ბოსიც კი ჰყავდა.

1901 წელს,ერთ-ერთ მილანურ გაზეთში გამოქვეყნდა ცნობილი რუსი საოპერო მომღელის – თედორე შალიაპინის წერილი,სადაც იგი აღნიშნავდა,რომ “ლა-სკალაში” გასამართი კონცერტის წინ მასთან მივიდა უცხო პიროვნება,რომელმაც აპლოდისმენტების ყიდვა შესთავაზა,რაზეც მან უარი განუცხადა და უთხრა,რომ იგი არასოდეს ყიდულობდა აპლოდისმენტებს დამსწრე საზოგადოებისაგან.მოგვიანებით,აპლოდისმენტებმა მკვიდრად დაიმკვიდრეს ადგილი ისეთ საჯარო ხელოვნების დაწესებულებებში,როგორებიც არის – თეატრი,ოპერა,ცირკი,მოედანი და სხვა.დღესდღეობით აპლოდისმენტებს გამოხატავენ იმ პირთა მიმართ,რომელთა შემოქმედებასაც პუბლიკა დადებითად შეაფასებს.შესაბამისად,რაც უფრო ხანგრძლივია იგი,მით მეტად გამოხატავს ამა თუ იმ წარმოდგენის მიმართ პუბლიკის დადებით განწყობას და შეიძლება ითქვას,რომ ნებისმიერი წარმოდგენა აპლოდისმენტის გარეშე,ყოველგვარ ხიბლს არის მოკლებული და წარმოუდგენელიცაა.აპლოდისმენტის ტრადიცია,ასევე დანერგილ იქნა იმ ღვაწლმოსილ ადამიანთა უკანასკნელ გზაზე გაცილებისას,რომელთაც თავიანთი შემოქმედებით დიდი წვლილი დაუდიათ ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი)