ბრაზილიის ეროვნული დევიზი – “Ordem e Progresso”

“Ordem e Progresso” – პორტუგალიური წარმომავლობის მქონე სიტყვებია და აღნიშნავს – “წესრიგს და პროგრესს”.იგი გახლავთ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული დევიზი,რომელიც დატანილია ქვეყნის ეროვნულ დროშაზე.აღნიშნული დევიზი,ბრაზილიამ იმავე წელს (1822 წლის 7 სექტემბერი) მიიღო,როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებელობა მოიპოვა.“წესრიგი და პროგრესი” დაფუძნებულ იქნა პოლიტიკური პოზიტივიზმის პრინციპებზე და იგი შემოკლებულ ვარიანტს წარმაოდგენს დიდი ფრანგი ფილოსოფოსისა და პოზიტივიზმის ფუძემდებლის – ოგიუსტ კონტის (1798-1857 წლები) ცნობილი გამონათქვამისა: “სიყვარული,როგორც პრინციპი; წესრიგი,როგორც საფუძველი; პროგრესი,როგორც მიზანი”.აღნიშნული დევიზის უმთავრესი გამოხატულება მდგომარეობს იმაში,რომ ბრაზილია მიისწრაფვის შემდეგი რესპუბლიკური იდეალებისაკენ: კანონის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანია,სოციალური პასუხისმგებლობა და მორალური და ინტელექტუალური განვითარება,როგორც ერის,ასევე სახელმწიფოსი. (ავტორი გენია.ჯი)