“ბადი ჰოლის წყევლა”
ჩარლზ ჰარდინ ჰოლი (1936-1959 წლები) – რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც – ბადი ჰოლი,წარმოადგენდა ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს,კომპოზიტორსა და როკ-ენ-როლის ერთ-ერთ პირველ პიონერს. 1959 წლის დასაწყსში,ბადი ჰოლმა და მისმა დიდებულმა მუსიკალურმა ჯგუფმა – “Dion an The Belmonts”-მა დაიწყო სამ კვირიანი მუსიკალური ზამთრის ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში,სახელწოდებით – “საცეკვაო საღამოები”. (ავტორი გენია.ჯი) იმავე წლის 2 თებერვალს,ჯგუფმა კონცერტი გამართა აიოვას შტატის ქალაქ კლირ-ლეიკში.გადატვირთული კონცერტების გრაფიკმა,”როკერი სათვალეებში” – ბადი ჰოლი ძალიან გადაღალა,ამიტომ მან მომდევნო პუნქტამდე,მინესოტაში მდებარე ქალაქ – მურჰედამდე ავტობუსით მგზავრობა გადაიფიქრა და 3 თებერვალს მცირე ზომის თვითმფრინავით გაფრინდა.მასთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობა გადაწყვიტეს ჯგუფის ორმა წევრმა – რიჩი “ლა-ბამბა” ვალენსმა და ბიგ “დიდი” ბოპერმა.აეროპორტამდე რვა მილი რჩებოდათ,როდესაც ოფიციალური ვერსიის თანახმად,თვითმფრინავი ქარიშხალში მოჰყვა და საუბედუროდ ტრაგედია განიცადა.ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ადგილზევე დაიღუპა.მათ შორის ჩარლზ ჰარდინ ჰოლიც.აღნიშნულ დღეს,დიდმა ამერიკელმა მუსიკოსმა – დონ მაკლინმა – “დღე,როდესაც მუსიკა მოკვდა” უწოდა.თუმცა ამ ტრაგიკულ დღეს,სხვა სახელითაც – “ბადი ჰოლის წყევლადაც” მოიხსენიებენ.ამის მიზეზი კი,გახლავთ ის საშინელი მოვლენები,რომელიც ზემოაღნიშნული მუსიკოსების დაღუპვის შემდეგ განვითარდა.კერძოდ,ის ადამიანები თუ მუსიკოსები,რომლებთანაც ბადი ჰოლი მეგობრობდა და რაიმე აკავშირებდა,ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდნენ.
რონი სმიტი,რომელიც სწორედ აღნიშნული ტურნესათვის აიყვანა ჯგუფში ვოკალისტად ჰოლიმ,უკანასკნელი კონცერტის შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა,სადაც რამდენიმე წელიწადში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო).დევიდ ბოკსი,რომელიც ჰოლის სხვა მუსიკალური ჯგუფის (ჭრიჭინების) წევრი იყო, 22 წლის ასაკში,ისევე,როგორც ბადი ჰოლი – ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.გარდა ამისა,ტრაგიკულად განვითარდა “ჭრიჭინების” იმ წევრების ბედიც,რომლებიც დაკავშირებული გახლდნენ ბადი ჰოლთან.კერძოდ ჯინ ვისენტისა და ედი კოჰრანის ბედი.კიტა მუნმა,რომელიც ასევე დაკავშირებული იყო ჰოლისთან,გადაწყვიტა ჰოლის დაბადების დღეზე (7 სექტემბერს) ეყურებინა ფილმისათვის,სახელწოდებით – “ბადი ჰოლის ისტორია”.საუბედუროდ,მას სწორედ აღნიშნული ფილმის ნახვისას გაუსკდა გული და გარდაიცვალა.
ამ უცნაურმა და საშინელმა მოვლენებმა,მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.მათ შორის რიგი სპეციალისტებისაც.არა ერთმა სცადა კიდეც,გამოერკვია,რა კავშირი იყო ბადი ჰოლის სიკვდილსა და მისი მეგობრების ტრაგიკულად დაღუპვაში.უამრავმა ავტორმა,წიგნებიც კი მიუძღვნა აღნიშნულ ჰიპოთეტიკურ მოვლენას.მათ შორის ყველაზე პოპულარულ წიგნად იქცა – რ.გერის მიერ დაწერილი წიგნი,სახელწოდებით – “გასეირნება ბნელ მხარეს: მითები,ლეგენდები და როკ-ენ-როლის წყევლა”,სადაც მწერალმა მაქსიმალურად ეცადა აეხსნა ზემო აღნიშნული მოვლენების ერთმანეთთან კავშირი. (ავტორი გენია.ჯი)
ავიაკატასტროფის ადგილი,სადაც დაიღუპნენ - ბადი ჰოლი,რიჩი ვალენსა და ბიგ ბოპერი