„დამაკვირდი”
1. „ჩვენ ცრემლებით ვიბადებით, განუწყვეტელი ჩივილებით ვცხოვრობთ და გაწბილებული ვკვდებით”. – თომას ფულერი
* * *
2. „ამბობენ, კარგია სიკვდილი, როცა იხსნი სხვის სიცოცხლესო”. – ჯოვანი ბოკაჩო – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „უსამშობლოო ადამიანი თავისუფალია. ის, ვინც არავის ემონება, თავისუფალია თავისი შინაგანი არსით”. – შტეფან ცვაიგი
* * *
4. „შენს ავის მოსურნეებს ტანჯვა რომ მიაყენო, ამისთვის სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო”. – დიოგენე სინოპელი
* * *
5. „იყავი ჭეშმარიტების მეგობარი მოწამეობამდე, მაგრამ ნუ იქნები მისი დამცველი შეუწყნარებლობამდე”. – პითაგორა სამოსელი
* * *
6. „იქცე ადამიანად – ეს არის ხელოვნება”. – ნოვალისი
* * *
7. „ადამიანებს სურთ, ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი”. – ჟან დე ლა ბრიუიერი
* * *
8. „არაფერია უფრო სახიფათო, ვიდრე უფსკრულის ორი ნახტომით გადალახვის მცდელობა”. – ლოიდ ჯორჯი
* * *
9. „კანონებს რომ ხმამაღლა ლაპარაკი შეეძლოთ, უწინარეს ყოვლისა, კანონმდებლებს უჩივლებდნენ”. – ედვარდ ჰალიფაქსი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ამოქმედებული უმეცრება”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე