აკი
აკი – (მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “გემრიელი ბლიგია”) წარმოადგენს საპინდუსისებრთა ორლებნიან ოჯახის ეგზოტიკურ მცენარეს.მისი სამშობლო დასავლეთ აფრიკის რიგი რეგიონებია.მოგვიანებით – აკი,შეტანილ და კულტივირებულ იქნა იამაიკაში,ცენტრალურ ამერიკაში,ანტილიისა და ბერმუდის კუნძულზებზე. (ავტორი გენია.ჯი) მცირე რაოდენობით გვხვდებიან ბრაზილიაში,ვენესუელაში,კოლუმბისა და ეკვადორში.მისი სიმაღლე 10 – 12 მეტრია.შეიცავენ 15 – 30 სანტიმეტრი სიგრძის ელიპტიკური ფორმების მქონე ფოთლებს.თავად ხის ქერქი თითქმის გლუვია,ხოლო შეფერილობით კი ნაცრისფერია.აკის მსხლისებრი ეგზოტიკური ნაყოფი 7 – 10 სანტიმეტრი სიგრძისაა და დაფარულია მოწითალო-მომწვანო გარსით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აკის დაუმწიფებელი ნაყოფი შხამის შემცველია და მისი საკვებად მირთმევა,მხოლოდ კარგად დამწიფების დროს არის შესაძლებელი.იგი შეიცავს განსაკუთრებული რაოდენობის ცხიმოვან მჟავას.მათ შორის შეუჯერებელ ცხიმოვან მჟავას – “ომეგა 6-სს”,რომელსაც სათევზაოდაც გამოიყენებენ.გარდა ამისა,”გემრიელი ბლიგია” მდიდარია C და B ვიტამინებით,თუთიით,კალცითა და კალიუმით.ამ უცნაური მცენარის ნაყოფის გემო,ძალიან ჩამოაგავს ბერძნული კაკლის გემოს.დასავლეთ აფრიკაში,მწვანე შეფერილობის მქონე მკვახე აკის ნაყოფისაგან დღემდე ამზადებენ საპონს.ერთადერთი ადგილი დედამიწაზე,სადაც აკის ნაყოფს საკვებად გამოიყენებენ – იამაიკაა.მიუხედავად იმისა,რომ მისი სამშობლო დასავლეთ აფრიკაა,იამაიკელთათვის – აკი,მაინც “ეროვნულ ხილად” მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)