პიერ ოგიუსტ რენუარი – “ქოლგები”
“ქოლგები” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრისა და მოქანდაკის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები),მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ დიდებულ სურათს.სურათის სიმაღლე 180,ხოლო სიგანე 115 სანტიმეტრია.სპეციალისტთა ვარაუდით,აღნიშნულ სურათზე მუშაობა,რენუარმა 1880-81 წლებში დაიწყო და 1885-86 წლებში დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) მასზე გამოსახულია პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი ხალხი,რომელთა უმეტესობას ხელში ქოლგები უჭირავთ.ფიგურების არასრული სახით წარმოდგენა,იმ პერიოდისათვის ერთობ პოპულარული თვისება გახლდათ იმპრესიონისტი მხატვრებისათვის.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სურათზე,რენუარმა ადამიანების უმეტესობა არასრული სახით წარმოადგინა.იმპრესიონიზმის სტილი,განსაკუთრებით სურათის მარჯვენა მხარეს არის ასახული.მარცხენა წინა მხარეს გამოსახული ქალის,ბავშვისა და მამაკაცის ფიგურები,შედარებით სრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი.როგორც რენტგენულმა ექსპერტიზამ აჩვენა,თავდაპირველად მხატვარმა ყველა ფიგურა ერთი სტილით გამოსახა,თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ტილო მნიშვნელოვნად გადააკეთა.განსაკუთრებით კი,შეცვალა სურათის მარჯვენა ნაწილი.გარდა ამისა,რენუარმა წინა პლანზე გამოსახულ ქალბატონს,პირველადი ვერსიისაგან განსხვავებული კაბა და ქუდი შეურჩია.როგორც ვარაუდობენ,ამის უმთავრესი მიზეზი,მოდის სწრაფი ცვალებადობა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
1892 წელს,პიერ ოგიუსტ რენუარის მიერ შექმნილი დიდებული სურათი – “ქოლგები”,შესყიდულ იქნა ცნობილი ფრანგი კოლექციონერისა და იმპრესიონისტების ხელოვნების თაყვანისმცემლის – პოლ დიურან-რიუელის მიერ.მოგვიანებით,სურათი იყიდა ირლანდიელმა კოლექციონერმა და არტ-დილერმა – ჰიუ ლეინმა. 1915 წელს გერმანული წყალქვეშა ნავის მიერ,ირლანდიის სანაპიროებთან ჩაძირულ იქნა ბრიტანული სამოქალაქო ლაინერი – “ლუზიტანია”.აღნიშნულ ხომალდზე იმყოფებოდა ჰიუ ლეინი,რომელიც სხვა ასეულობით მგზავრთან ერთად იქნა დაღუპული. 1917 წელს,ჰიუს ანდერძის თანახმად,სურათი სხვა 38 ტილოსთან ერთად,საჩუქრად გადაეცა ლონდონში მდებარე საყოველთაოდ ცნობილ მუზეუმს – “ტეიტის გალერეას”. 1935 წელს კი,რენუარის სურათი – “ქოლგები”,გადაეცა “ლონდონის ეროვნულ გალერეას”,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)