ლუი დენიელ არმსტრონგი – “ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეულ ამერიკელ ჯაზის მუსიკოსს - ლუი დენიელ არმსტრონგს (1901-1971 წლები),რომელმაც ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკის ფორმის ტრანსფორმაციით,იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ მიმდინარეობად აქცია,პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტმა ჰკითხა:

- თუ შეიძლება ამიხსენით,რა არის ჯაზი?

ლუი არმსტრონგისათვის,რომლისთვისაც ჯაზი მთელი ცხოვრება იყო,შეკითხვა მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა.რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ,თავი დანანებით გააქნია და ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა:

- თქვენ მე მკითხეთ რა არის ჯაზი?! ამ უცნაურ შეკითხვაზე ვერაფერს გიპასუხებთ,რადგან თქვენ თუკი ამდენი ხნის მანძილზე ვერ გაიგეთ რა არის ჯაზი,ვერც ვერასოდეს გაიგებთ ამას. (ავტორი გენია.ჯი)