ნოდარ ადეიშვილი – “ისეა,როგორც ვნატრობდით”
ისეა,როგორც ვნატრობდით,
ის ერთი ნატვრაც სრულდება,
სამოთხის თეთრი ჩიტები
ფრენენ და ფრენენ გუნდებად.
***
სანთლების ყანა ამოდის,
სანთლების ყანა პურდება,
კაი ლოცვით და გალობით,
ვინ თქვა არ გაზაფხულდება.