აგატა კრისტის შესახებ…
დიდი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი ქალის – დეიმ აგათა მერი კლარისა მალოუენის (1890-1976 წლები),იგივე აგათა კრისტის პირად ცხოვრებაში,ყველაზე საშინელი პერიოდი 1926 წელს დადგა.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი იდუმალებით მოცული გაუჩინარებაც.აღნიშნულ პერიოდში გარდაეცვალა დედა,რამაც ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია მასზე.მისი ღვიძლი ძმა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ახალგაზრდად.აგათას მეუღლემ – არჩიბალდმა,საყვარელი ქალი გაიჩინა და მას განქორწინება ოფიციალურად მოსთხოვა.მის მიერ დაწერილი დეტექტიური ჟანრის რომანი – “როჯერ ეკროიდის მკვლელობა”,გამომცემლებმა დაიწუნეს და მის დაბეჭდვაზე უარი განაცხადეს.ამ მოვლენებმა მწერალ ქალზე ერთობ დამთრგუნვლად იმოქმედა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.მალევე იგი გაუჩინარდა.ხანგრძლივი ძებნის შემდეგ,რომელშიც სხვა უამრავ ადამიანთან ერთად მონაწილეობდა დიდი ინგლისელი მწერალი – ართურ კონან დოილიც,აგათა ქალაქის პატარა სანატორიუმში აღმოაჩინეს,სადაც მას – ტერეზა ნილის სახელით იცნობდნენ.როგორც ჩანდა,გადატანილმა საშინელმა სულიერმა ტრამვებმა მას “ამნეზია” ანუ მეხსიერების დარღვევა დამართა.მას ბუნდოვნად ახსოვდა მეუღლე და ვერ გაიხსენა ქალიშვილის სახელი,ხოლო ღვიძლი დის სახელი,მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღიდგინა მეხსიერებაში.ზოგიერთი ავტორის ცნობით,აგათამ “ამნეზია” სპეციალურად გაითამაშა,რათა ამით შური ეძია მოღალატე მეუღლეზე,თუმცა ეს დადასტურებული ფაქტი არ არის. (ავტორი გენია.ჯი)