ნაპოლეონ I ბონაპარტის შესახებ…

ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა მხედართმთავარმა მსოფლიო ისტორიაში,საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერმა,საფრანგეთის რევოლუციის გენერალმა და “ფრანგთა იმპერატორმა” - ნაპოლეონ I ბონაპარტმა (1769-1821 წლები),სამხედრო სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო,24 წლის ასაკში – გენერლის ჩინი მიიღო,ხოლო 34 წლის ასაკში კი – საფრანგეთის იმპერატორი გახდა.ასეთი საოცარი კარიერული წინსვლა განპირობებული გახლდათ არა მარტო მისი ბრწყინვალე დიპლომატიური და სამხედრო სტრატეგიის ცოდნით,არამედ შესანიშნავი მეცნიერული ცოდნითაც.ყველასათვის ცნობილია,რომ ნაპოლეონი წიგნების დიდი მოყვარული გახლდათ და საკმაოდ სწრაფი წაკითხვის ტემპითაც გამოირჩეოდა.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,მას წუთში 2 000 სიტყვის წაკითხვა შეეძლო,რაც დამეთანხმებით,რომ მართლაც უნიკალური შედეგია.გარდა ამისა,იგი ერთობ გატაცებული გახლდათ მათემატიკური მეცნიერებით და აღნიშნული მეცნიერების განვითარებაში საკუთარი წვლილიც კი დაიდო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ მან დაამტკიცა ევკლიდესეული პლანიმეტრია ტოლგვერდა სამკუთხედების შესახებ,რომელსაც დღედღეობით – “ნაპოლეონის თეორემას” უწოდებენ.მის მიერ ჩატარებული მრავალი მეცნიერული კვლევების შედეგად და დიდი მათემატიკური ტალანტის წყალობით,ნაპოლეონ I ბონაპარტი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წვერად აირჩიეს და მალევე – “მათემატიკის მაგისტრის” ხარისხიც მიანიჭეს.ასე,რომ ნაპოლეონი არა მარტო ბრწყინვალე მხედართმთავარი,არამედ შესანიშნავი მათემატიკოსიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)