იცით თუ არა,რომ
1. ყველაზე გრძელი და უწყვეტი გზა მსოფლიოში – “პანამერიკანული შოსეა”,რომელიც 14 ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული და მისი საერთო სიგრძე 47 958 კილომეტრს შეადგენს.
2. დღევანდელ დღემდე,საბედნიეროდ,გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – უილიამ შექსპირის 38 პიესა, 2 პოემა და მრავალი ლექსი,მათ შორის 154 სონეტია შემორჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)
3. ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე – მექსიკის შეერთებულ შტატების ეროვნულ გერბზე გამოსახული არწივი,რომელიც კაქტუსზე მყოფ გველს იჭერს ბრჭყალებით,აცტეკების ლეგენდიდან არის აღებული.
4. მეცნიერთა მონაცემების თანახმად,დინოზავრების სხეულის ტემპერატურა ისეთივე იყო,როგორც დღეისათვის არსებული ძუძუმწოვარა ცხოველებისა და იგი შეადგენდა 36 – 38 გრადუს-ცელსიუსს.
5. პერიოდულობის სისტემის პირველი ვერსიის ავტორისა და ერთ-ერთი უდიდესი რუსი ქიმიკოსის – დიმიტრი მენდელეევის “ჰობს”,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს სამგზავრო ჩანთების (ჩემოდნების) დამზადება წარმოადგენდა და თავისი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს,სწორედ მათ დასამზადებლად იყენებდა.
6. გამოჩენილმა გერმანელმა სამხედრო ინჟინერმა,არქიტექტორმა და ლანდშაფტის დიზაინერმა – ლუდვიგ კრისტიან მეტცელმა,რეკლამას – “ვაჭრობის ძრავა” უწოდა.აქვე მინდა გითხრათ,რომ რიგ ენციკლოპედიებში,რეკლამა მოხსენიებულია,როგორც – “ტექნიკური პროგრესის ბორბლები”.
7. ჯარისკაცების სიმაღლის მიხედვით მწკრივში მოწყობას – “რანჟირი” ეწოდება.
8. ისრაელში მცხოვრებ იმ ებრაელს,რომელიც იქ არის დაბადებული – “საბრას” უწოდებენ.
9. გაეროს შტაბბინასთან გამოფენილი დროშებიდან ერთადერთია ისეთი დროშა,რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის.აღნიშნული დროშა გახლვათ – “ბოშების დროშა”. (ავტორი გენია.ჯი)
10. გემით ტვირთის გადაზიდვის საფასურს – “ფრახტი” ეწოდება.