“გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მოსამართლეებისა და პროკურორების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი”
“გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მოსამართლეებისა და პროკურორების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი” – (ოფიციალური სახელწოდება გახლვათ – “ამერიკის შეერთებული შტატები იოზეფ ალტშტიოტერის და სხვათა წინააღმდეგ”) წარმოადგენს ნიურნბერგის იმ სასამართლო პროცესს,სადაც გასამართლებულ იქნენ ნაცისტური რეჟიმის ის მოსამართლეები,პროკურორები და იურისტები,რომელთა უსასტიკეს ბრალდებებსა და განაჩენებსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და პირადი საკუთრება შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი) განსასჯელთა სკამზე იჯდნენ იმპერიის იუსტიციის სამინისტროს იურისტები,პროკურორები და მოსამართლეები,რომლებიც სპეციალურად შექმნილ სახალხო სასამართლოებში (პალატებში) მუშაობდნენ.აღნიშნული პროცესი გამართულ იქნა ამერიკის სახედრო ტრიბუნალის მიერ და იგი გაიმართა 1947 წლის 5 მარტიდან – 4 დეკემბრის ჩათვლით,ნიურნბერგში მდებარე იუსტიციის სასახლეში.სასამართლო სხდომას თავდაპირველად ხელმძღვანელობდა ამერიკელი – კარლინგტონ ტ. მარშალი,თუმცა,მან პროცესის დასრულება ავადმყოფობის გამო ვერ შესძლო,რის შედეგადაც 1947 წლის 19 ივლისს,იგი შეცვლილ იქნა – ჯეიმს ტ. მარკით.უდიდეს და საშინელ დანაშაულში ბრალდებულები,რომლებიც განსასჯელის სკამზე იჯდნენ,გახლდნენ:
1. იოზეფ ალტშტიოტერი – სამოქალაქო სამართლისა და პროცესების მე-6 განყოფილების (RMJ-ის) ხელმძღვანელი და მინისტერიალდირექტორი.
2. ვილჰელმ ფონ ამონი – მე-4 განყოფილების (RMJ-ის) სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,მინისტერიალრატი.
3. პაულ ბერნიკელი – სახალხო სასამართლო პალატის მბრალმდებელი პროკურორი.
4. კარლ ვესტფალი – მინისტერიარლატი.
5. რუდოლფ იოში – ნიურნბერგის სპეციალური სასამართლოს წარმომადგენელი.
6. გიუნტერ იოელი – გენერალური სახელწმიფო მბრალმდებელი ჰამეში,მინისტერიარლატი.
7. ჰერბერტ კლემი - მე-2 განყოფილების (RMJ-ის) ხელმძღვანელი 1944-45 წლებში.კარლ დენიცის მთავრობის იუსტიციის რაიხმინისტრი.
8. გერმან კუხორსტი – განსაკუთრებული სასამართლოს წარმომადგენელი შტუტგარტში.
9. ერნსტ ლაუტცი – ბერლინისა და კარლსრუეს გენერალური პროკურორი და სახალხო სასამართლოს პალატის მტავარი მბრალმდებელი.
10. ვოლფგანგ ფრიდრიხ ვილჰელმ მეტენბერგი – მინისტერიარლატი.
11. გიუნტერ ნებელუნგი – სახალხო სასამართლო პალატის რიგით მე-4 პრეზიდენტი.
12. ჰანს პეტერსენი – განსაკუთრებული სენტის და სახალხო სასამართლო პალატის პირველი საპატიო წევრი.
13. კურტ როტენბერგერი - RMJ-ის სტას-მდივანი.
14. ოსვალდ როტჰაუგი – სახალხო სასამართლოს პალატის მთავარი მბრალმდებელი.
15. ფრანც შლეგელბერგერი - RMJ-ის სტას-მდივანი 1931-1945 წლებში.
16. კარლ ენგერტი - მე-5 განყოფილების (RMJ-ის) ხელმძღვანელი,სახალხო სასამართლო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და მინისტერიალდირექტორი.
ზემოაღნიშნულ ბრალდებულებს,ბრალდება ოთხ პუნქტში უყენებდა ბრალს,მათ შორის – უკანონო განაჩენების გამოტანაში,კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში; სამხედრო დანაშაულში; სასამართლო ხელისუფლების არამართლზომიერად გამოყენებაში,რამაც უამრავი ადამიანის მსხვერპლი და პირადი ქონების განადგურება გამოიწვია; ადამიანების მონურ ექსპლოატაციასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრობაში.
კარლ ერნსტი განაჩენის გამოტანამდე ციხის საკანში იპოვეს გარდაცვლილი.ნიურნბერგის სასამართლომ,ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებში დამნაშავედ მიიჩნია ოთხი ბრალდებული - იოზეფ ალტშტიოტერი (განთავისუფლდა 1950 წელს,ჯანმრთელობის გაუარესების გამო),ოსვალდ როტჰაუგი (შეუმცირეს სასჯელის ზომა 20 წლამდე და განთავისუფლებულ იქნა 1956 წელს),რუდოლფ იოში (შეუმცირეს სასჯელის ზომა 20 წლამდე და განთავისუფლებულ იქნა 1956 წელს) და ჰერბერტ კლემი (შეუმცირეს სასჯელის ზომა 20 წლამდე და განთავისუფლებულ იქნა 1956 წელს),რომელთაც სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ – ვილჰელმ ფონ ამონს,გიუნტერ იოელს,ერნსტ ლაუტცსა და ვოლფგანგ მეტენბერგს.სხვა ბრალდებულებს კი,სასჯელის ზომად განესაზღვრათ 5 ან 7 წელიწადი.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სასამართლომ 16 ბრალდებულიდან,უდანაშაულოდ სცნო 4 ბრალდებული – ჰანს პეტერსენი,გიუნტერ ნებელუნგი,ჰერმან კუხორსტი და პოლ ბარნიკელი.
აღნიშნულ უპრეცენდენტო მოვლენას მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში, 1961 წელს დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – სტენლი კრამერმა მიუძღვნა მხატვრული ფილმი,სახელწოდებით – “ნიურნბერგის პროცესი”,რომელმაც იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი)