ჯორჯ ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799 წლები),ახალგაზრდული ასაკიდანვე იტანჯებოდა კბილებზე წარმოქმნილი პრობლემებით (კარიესით).როგორც ცნობილია,იგი თავის პირველ კბილს 22 წლის ასაკში გამოემშვიდობა.თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კი,მხოლოდ ერთი კბილიღა ჰქონდა შემორჩენილი.როგორც ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეორე პრეზიდენტი – ჯონ ადამსი ირწმუნებოდა,ვაშინგტონს კბილების პრობლემა,განსაკუთრებით მისმა უსაყვარლესმა საკვებმა – “ბრაზილიურმა კაკალმა” შეუქმნა,რომელსაც,მიუხედავად კბილების საშინელი მდგომარეობისა,იგი მაინც ყოველთვის კბილებით ტეხდა.მას შემდეგ,რაც ვაშინგტონმა თითქმის ყველა კბილი დაკარგა,იძულებული გახდა “პროთეზით” ესარგებლა.მისი სხვადასხვა პროთეზები დამზადებულ იქნა არა ხისაგან (როგორც ეს იმ დროს იყო მიღებული),არამედ სპილოსა და ბეჰემოტის ძვლებისაგან.გარდა ამისა,ატარებდა ტყვიისაგან დამზადებულ პროთეზსაც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავად კბილების საშინელი პრობლემების მქონე ვაშინგტონი,მუდმივად აკონტროლებდა თავის საკუთრებაში მყოფი ექვსი ცხენის კბილების მდგომარეობას და მათთვის დაქირავებულ სპეციალურ მომვლელებს მუდამ შეახსენებდა,რომ ყოველდღიურად გამოეხეხათ მისი უსაყვარლესი ცხოველებისათვის კბილები. (ავტორი გენია.ჯი)