ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია…
1963 წლის 22 ნოემბერს,შუადღის 12:30 წუთზე,ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მომხდარმა საშინელმა მოვლენამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.სწორედ ამ დღეს იქნა მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 35-ე პრეზიდენტი - ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1917-1963 წლები).თუ ვის მიერ იქნა ორგანიზებული მკვლელობა დღემდე დავის საგანს წარმოადგენს.“უორენის კომისიის” ოფიციალური დასკვნის მიხედვით,კენედის მკვლელობა ჩადენილ იქნა – ლი ჰარლი ოსვალდის მიერ,რომლის უკანაც არანაირი სხვა ძალები არ იდგნენ. (ავტორი გენია.ჯი) განიხილება ვერსია იმისაც,რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შესაძლოა გამხდარიყო – მაფიის,კუბის დაზვერვის G2-ის,სამხრეთ ვიეტნამის,საიდუმლო სამსახურის ან ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შეთქმულების მსხვერპლი.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც,რომელსაც რიგი ისტორიკოსებისა,ყველაზე სანდო ვერსიად განიხილავენ (ცნობისათვის,მათ არაოფიციალურ ვერსიას ეთანხმებოდნენ ისე ცნობილი ადამიენბი,როგორებიც იყვნენ,დაღუპული პრეზიდენტის ქვრივი – ჟაკლინ კენედი,ამერიკის რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილჰაუზ ნიქსონი და ლინდონ ბეინს ჯონსონის საყვარელი ქალი – მადლენ დანკან ბრაუნი).ამ უკანასკნელმა აღიარა კიდეც ჯონსონის სიკვდილის შემდეგ,რომ მისი ყოფილი საყვარელი – ლინდონ ბეინს ჯონსონი (რომელიც კენედის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი იყო),უმთავრესი ბრალდებული და ეჭვმიტანილი გახლდათ პრეზიდენტ კენედის მკვლელობაში.როგორც მადლენი ირწმუნებოდა,აღნიშნული შეთქმულება კენედის წინააღმდეგ დაგეგმილ იქნა ჯერ კიდევ 1960 წელს.სწორედ ამ პერიოდში წარმოადგენდნენ კენედი და ჯონსონი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს არჩევნებში,სადაც გამარჯვება ჯონმა მოიპოვა.შეთქმულებაში ჯონსონთან ერთად უმთავრეს როლს ასრულებდა საყოველთაოდ ცნობილი და გავლენიანი ნავთობის მაგნატი – ჰაროლდ ლაფაიეტ ჰანტი (1889-1974 წლები).აღნიშნული პიროვნება 1950-იან წლებში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად იქნა აღიარებული.როგორც მადლენი ამბობდა,მას შემდეგ,რაც ჯონსონი საპრეზიდენტო არჩევნებში კენედისთან დამარცხდა,პირად საუბარში ერთობ გაღიზიანებულს აღნუნიშნავს: “ჩვენ შესაძლოა წავაგეთ ბრძოლა,თუმცა ვაპირებთ მოვიგოთ ომიო”.
როგორც არაოფიციალურად არის ცნობილი,ლინდონ ჯონსოსნს შეთქმულებაში მხარს უჭერდნენ კენედიზე გაღიზიანებული ისეთი ორგანიზაციები,როგორებიც იყვნენ – მაფია,ცენტრალური სადაზვერვო სამსახური,კუბელი ემიგრანტები და თავად კენედის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც კი.შეთქმულების უმთავრეს მოტივს ძალაუფლების ხელში აღება და კენედის,ჯონსონით ჩანაცვლება წარმოადგენდა (რაც სრულად იქნა რეალიზებული).ისტორიკოსთა მტკიცებით,ლინდონის მიერ განხორციელებული შეთქმულების მოტივი არა მარტო ძალაუფლების ხელში ჩაგდება გახლდათ,არამედ თვითგადარჩენის ინსტიქტებითაც იყო განპირობებული,რადგან მას და მის გარემოცვას კორუფციაში სდებდნენ ბრალს.სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე,მადლენმა შემდეგი რამ განაცხადა: “თუკი იმ დღეს კენედის არ მოკლავდნენ,ლინდონ ბეინს ჯონსონი აუცლებლად მოხვდებოდა ციხეში”.
ჯონ ფიცჯერალდ კენედის დალასში მოკვლა არ გახლდათ შემთხვევითი მოვლენა.როგორც ცნობილია – ჯონსონი ტეხასის შტატიდან იყო წარმომავლობით და იგი სრულად აკონტროლებდა შტატის პოლიციას.აღნიშნული ფაქტი კი საქმის გასაყალბებლად და სამხილების გასანადგურებლად შესანიშნავ წინაპირობებს იძლეოდა.ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს,რომ იმ ოთახიდან,საიდანაც კენედის ესროლეს გაუჩინარდა ის ანაბეჭდები,რომელიც ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს – მაკ უოლესს ეკუთვნოდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ პრეზიდენტის თავდაპირველი მარშრუტი,სწორედ ჯონსონისა და მისი უახლოესი მეგობრის,ტეხასის გუბერნატორის – ჯონ ბოუდენ კონელის მიერ იქნა შეცვლილი (ცნობისათვის – კონელი გახლდათ ის პიროვნება,რომელიც კენედის მკვლელობის დროს მის ავტომობილში იქნა დაჭრილი).
ზემოთ მოყვანილი ვერსია იმდენად ახლოს დგას სიმართლესთან,რომ მას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სანდო ვერსიად განიხილავენ ცნობილი ამერიკელი კონსპიროლოგები და ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსები. (ავტორი გენია.ჯი)
ლინდონ ბეინს ჯონსონი
ჰაროლდ ლაფაიეტ ჰანტი