გასაოცარი ისტორია “ვუნდერკინდის” – შეიხი შერიხუს შესახებ…
1999 წელს,აფრიკულ პრესაში პირველად გამოჩნდა ინფორმაცია უნიკალური ტანზანიელი ვუნდერკინდის - შეიხი შერიხუს შესახებ.იგი დაიბადა ტანზანიის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ უღარიბეს სოფელში მცხოვრები გლეხების ოჯახში.შერიხუს მშობლები მუსულმანური რელიგიის მიმდევრები და ერთობ მორწმუნეები გახლდნენ (მამა,ადრეულ წლებში მედრესეში სწავლობდა).რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს (როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან),ბავშვმა დაბადებისას ტირილის ნაცვლად,არაბულ ენაზე წარმოთქვა სიტყვები – “ლაილაჰაილლა ლლაჰა!”- რაც თარგმანით – “არა არს ღმერთი,გარდა ალიჰისას” აღნიშნავს.ამ სიტყვების გაგონებაზე,შეიხის დედამ – ლეილამ უმალვე გონება დაკარგა და ისე გარდაიცვალა,რომ აზრზე არც კი მოსულა. (ავტორი გენია.ჯი)
ოთხი თვის ასაკში,ვუნდერკინდი ბავშვი ყურანის ციტატებს ციტირებდა.როგორც,ცნობილი ტანზანიელი ჟურნალისტი – აბდუ მაჯირა ირწმუნება,ბავშვს არასოდეს უსწავლია სკოლაში,რადგან მის სოფელში არანაირი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობდა.მიუხედავად ამისა,მცირეწლოვანი შეიხი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ,ფრანგულ,არაბულ და სუახილის ხალხის ენებს (ეს კიდევ უფრო საკვირველია,რადგან ბავშვს ზემოაღნიშნულ ენებზე გამოცემული არც ერთი წიგნი არ გააჩნდა).ხუთი წლის ასაკში,მამა გარდაეცვალა.მისი აღზრდა საკუთარ თავზე ბიძამ,სახელად – ვაზირმა აიღო.ისინი ერთად დადიოდნენ შორეულ გზებზე და მოწყალებას ითხოვდნენ.მოსახლეობა,რომელიც აღფრთოვანებული იყო პატარას გენიალური აზროვნებითა და სიბრძნით,უხვად ასაჩუქრებდა მოწყალების მთხოვნელთ.მალევე მას,სახელად – “შეიხი” უწოდეს,რაც არაბული თარგმანით – “საპატიო ადამიანს” აღნიშნავს.მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა არა მარტო ტანზანიაში,არამედ ქვეყნის გარეთაც და იგი ერთობ პოპულარულ ბავშვად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) მის სიბრძნესა და გონიერებას არაერთი კონფლიქტი მოუგვარებია დაპირისპირებულ ადამიანებს შორის.შეიხთან პრობლემების გადასაწყვეტად მიდიოდა არა მარტო ღარიბი ფენის მოსახლეობა,არამედ მრავალი მდიდარი ადამიანიც.
რვა წლის ასაკში,შეიხი შერიხუ ლიბიას ესტუმრა და იქვე აღნიშნა,რომ ის ერთადერთი მუსულმანური ქვეყანა იყო,სადაც წინასწარმეტყველი მუჰამედის შეგონებების მიხედვით ცხოვრობდნენ.გარდა ამისა,დიდად მოხიბლული გახლდათ იმითაც,რომ ლიბიაში მუსულმანური რელიგია სახელმწიფო რელიგად იყო აღიარებული. 1999 წლის 9 მარტს,ერთ-ერთი არაბი მილიონერის კერძო თვითმფრინავი ტრიპოლის აეროპორტში დაეშვა.აღნიშნული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა შეიხი შერიხუ.მისი მასპინძელი,პირადად ლიბიის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორი – მუამარ კადაფი გახლდათ.მათი ოფიციალური შეხვედრა კადაფის რეზიდენციაში გაიმართა,თუმცა რაზე ისაუბრეს ცნობილი არ არის.არის მოსაზრება,რომ მათ შორის საუაბრი ძირითადად რელიგიურ საკითხებს ეხებოდა.მომდევნო ექვსი თვის მანძილზე,ბავშმა ბიძასთან ერთად ცენტრალურ აფრიკაში იმოგზაურა.ისინი ეწვივნენ კონგოს,ჩადისა და ბენინის პრეზიდენტებს.ყოველ ქვეყანაში,ბავშვის ვიზიტი ათეულ ათასობით ადამიანს იზიდავდა.მისი საჯარო გამოსვლები მუსულმანური რწმენის ერთგვარ ზეიმად მიიჩნეოდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ არაერთი სხვა რელიგიური კონფესიის ადამიანი მოექცა მუსულმანად,მასთან შეხვედრის და გასუბრების შემდეგ.
მოგვიანებით,შეიხი შერიხუს სახელმა ამერიკამდეც ჩააღწია და იგი მიწვეულ იქნა რადიკალური ისლამური ორგანიზაციის – “ისლამის ნაციის” შავკანიანი ლიდერის – ლუის ფარახანის მიერ – ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2000 წელს,შეიხი შერიხუ ნიუ-იორკს ეწვია,სადაც მანჰეტენზე მდებარე მეჩეთში იქადაგა.იმავე ვიზიტის დროს,ფარახანმა იგი,ნახევარმთვარის ფორმის ოქროს ბროშურით დააჯილდოვა,რომელიც შემკული იყო ორმოცი ძვირფასი საფირონის თვლით.
აფრიკაში დაბრუნების შემდეგ,სენეგალის პრეზიდენტსა და იმამს ეწვია.მისი საჯარო გამოსვლები კი ქვეყნის ტელევიზიებით პირდაპირი ეთერებით გადაიცემოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ შეიხი შერიხუ,სულ 14 ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო.მის უკანასკნელ ქადაგებსას 60 000 მორწმუნე მუსულმანი დაესწრო და იგი ისე მიიღეს,როგორ – “წმინდანი”.ამ ქადაგების შემდეგ,ყველას-და გასაოცრად – შეიხი შერიხუ უკვალოდ გაუჩინარდა.როგორც ერთნი ამბობდნენ,იგი ზეცად ამაღლდა; მეორენი კი ამტკიცებდნენ,რომ ბავშვი ბიძის მსხვერპლი გახდა,რადგან მას განსაკუთრებული სურვილი ამოძრავებდა ძვირფასი საფირონებით შემკული ბროშურის ხელში ჩაგდებისათვის.პოლიციამ დაიწყო “ვუნდერკინდის” ძებნა.დააკავა ბიძამისი,რომელმაც კატეგორიულად უარყო მისი მოკვლა,თუმცა ვერაფრით ახსნა თუ როგორ და სად გაუჩინარდა იგი.მიუხედავად უამრავი და ხანგრძლივი ძებნისა,შეიხი შერიხუს კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს.მუსულმანების უმრავლესობის რწმენით,”წმინდანი ბავშვი” – შეიხი შერიხუ – ზეცად ამაღლდა! (ავტორი გენია.ჯი)