თენსინგ ნორგეის სიტყვა – “ჯომოლუნგმას” დალაშქვრის შემდეგ…

მას შემდეგ,რაც 1953 წლის 29 მაისს,საყოველთაოდ ცნობილმა და ლეგენდარულმა ნეპალელმა შერპმა ალპინისტმა – თენსინგ ნორგეიმ (1914-1986 წლები),ახალზელანდიელ მკვლევართან და ალპინისტთან – სერ ედმუნდ ჰილარისთან ერთად,ისტორიაში პირველად დაიპყრო და ფეხი დაადგა დედამიწის უმაღლეს წერტილს – “ჯომოლუნგმას” მწვერვალს,უმალვე მუხლი მოიყარა “სიცოცხლის ღვთაებრივ დედად” წოდებული მწვერვალის წინაშე,სიცივისაგან დამსკდარი ტუჩებით ეამბორა მის მარადიულ ჭაღარას და ერთადერთი წინადადება წარმოთქვა:

 - გმადლობთ,ჯომოლუნგმა,რომ ამომიშვი!” (ავტორი გენია.ჯი)