Vox populi vox Dei – (ერის ხმა,ღვთის ხმაა)

Vox populi vox Dei – წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ და პოპულარულ ლათინურ გამონათქვამს,რომელიც თარგმანით აღნიშნავს – “ერის ხმა,ღვთის ხმაა”.აღნიშნული ფრთიანი გამონათქვამის ავტორად მიჩნეულია დიდი ინგლისელი ისტორიკოსი – უილიამ მალმსბერიელი (1090-1143 წლები).თუმცა,აღნიშნული გამონათქვამის მსგავს (თუმცა არა ასეთი ფორმით) გამონათქვამებს ვპოულობთ VIII საუკუნის ინგლისელი სწავლულის,ღვთისმეტყველისა და პოეტის – ფლაკუს ალბინუსის,იგივე – ალკუინის მიერ,ფრანკთა მომავალი მეფის – კარლოს I დიდისადმი მიწერილ წერილში,რომელიც 798  წლით თარიღდება და ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში შექმნილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძველჩინურ ტრაქტატში – “მენძი”,სადაც წერია: “ზეცა უყურებს ჩემს ერს,ზეცა უსმენს ჩემს ერს”.ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ გამონათქვამი – “ერის ხმა,ღვთის ხმაა”,გამოყენებულ იქნა ინგლისის პარლამენტში ჰერიფორდელი ეპისკოპოსის მიერ 1325 წელს,ინგლისის მეფის - ედუარდ III პლანტაგენტის კორონაციის დროს,მას შემდეგ,რაც შეთქმულების შედეგად ტახტიდან გადაყენებულ იქნა ინგლისის მეფე – ედუარდ II პლანტაგენტი. (ავტორი გენია.ჯი)