ბენაზირ ბჰუტო – “სიკდილის წინ გაკეთებული განცხადება”
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში - ბენაზირ ბჰუტო,პირველი მუსულმანი (შიიტი) ქალი გახლდათ ისლამურ სამყაროში,რომელმაც ესოდენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობა დაიკავა.თავისი იდეალისტური ხედვებითა და მიზანდასახული თვისებებით გამორჩეული ბჰუტო,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარ ერს განსაკუთრებულად უყვარდა,მაინც საკუთარივე ხალხის შეთქმულების მსხვერპლად იქცა.ბენაზირ ბჰუტო, 2007 წლის 27 დეკემბერს პაკისტანის ქალაქ რავალპინდში გამართულ სახალხო პარტიის მიტინგზე,მის წინააღმდეგ მოწყობილ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა.სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კი,პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქალმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
” – ღმერთს ჩემს შესახებ საკუთარი გეგმები გააჩნია და მჯერა,რომ იგი,მე აუცილებლად დამიცავს განსაცდელისაგან.თუკი არსებობს ისეთი გეგმა,რომელსაც ვერ განვახორციელებ,ან ვერ შევძლებ პაკისტანში დემოკრატიის აღდგენას,მინდა იცოდეთ,რომ ესეც ღვთის განგება იქნება.მე – ღმერთის ხელში ვარ!” (ავტორი გენია.ჯი)