ემილ ჰერმან ფიშერი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი ქიმიკოსი,ბიოქიმიკოსი და სამედიცინო პრეპარატის – “ვერონალის” შემქმნელი - ემილ ჰერმან ფიშერი (1852-1919 წლები),ერთ დღეს ბერლინის ბაღში სეირნოდა,როდესაც მასთან ცნობილი გერმანელი ბელეტრისტი და დრამატურგი – ჰერმან ზუდერმანი მივიდა.მას შემდეგ,რაც ერთმანეთი მოიკითხეს,ზუდერმანმა,ქიმიკოსს უთხრა:
- რომ იცოდეთ,როგორი მადლობელი ვარ თქვენს მიერ შექმნილი საოცარი სამედიცინო პრეპარატის – “ვერონალის”?! შემიძლია გულწრფელად გითხრათ,რომ თქვენ მე გადამარჩინეთ.აქვე მინდა შევნიშნო,რომ ღრმად და მშვიდად დასაძინებლად “ვერონალის” მთელ დოზასაც კი არ ვიყენებ!
ემილ ჰერმან ფიშერმა,მცირეოდენი დუმილის შემდეგ,დრამატურგს ღიმილით მიუგო:
- გასაოცარი დამთხვევაა.როდესაც უძილობა პრობლემად მექცევა,ყოველთვის თქვენი რომანების კითხვას ვიწყებ და თამამად ვიტყვი,რომ ისინი ძალიან მეხმარებიან ამ პრობლემის გადაწყვეტაში! აქვე შევნიშნავ,რომ დასაძინებლად,თქვენს მიერ დაწერილი წიგნის სრული ვერსიის წაკითხვაც კი არ არის აუცილებელი,რადგან ამისათვის ერთი-ორი გვერდის წაკითხვაც კი,სრულიად საკმარისია! (ავტორი გენია.ჯი)