ჯუზეპე გარიბალდის მოწოდება!
“…ახალგაზრდებო,იტალია დავალებულია თქვენგან იმ საქმისათვის,რომელიც აპლოდისმენტებს იმსახურებს… თქვენ გაიმარჯვეთ და კიდევ გაიმარჯვებთ,რადგან ნასწავლი გაქვთ ტაქტიკა,რომელიც ბრძოლის ბედს წყვეტს.თქვენ არა ხართ ის ღირსეული ხალხი,ვინც ალექსანდრე მაკედონელის ფალანგის რიგებში იყო და სიამაყით დაიპყრო აზია.ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ შესანიშნავ გვერდს კიდევ უფრო ბრწყინვალე ახალი გამარჯვებების გვერდი შეემატება…
ყველამ შემართეთ იარაღი!.. ეს ხალხი საკუთარი თავის პატრონია.მას სხვა ერებთან ძმობა სურს,მაგრამ ისე,რომ სიამაყით გაუსწოროს მათ თავლები და არ ხოხავდეს მათ ფეხებთან თავისუფლების მისაღებად.ის აღარ გაჰყვება იმ ადამიანებს,რომელთა გულიც მოწამლულია.არა! არა! არა!
თითოეული იტალიელი ვიქტორ ემანუელის გარშემო უნდა გაერთიანდეს. (ავტორი გენია.ჯი) ვიქტორ ემანუელის გვერდით ყოფნისას ყველა კამათი უნდა დაივიწყოთ და ყველა უთანხმოება უნდა გაქრეს.კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველამ შემართეთ იარაღები,ყოველმა თქვენგანმა!.. ყველანი შემოგვიერთდით,ვინც მშიშარა და მონა არ არის.დაე,ყოველმა ჩვენგანმა უკანასკნელი დარტყმა მიაყენოს ტირანიას დასანგრევად…
ამ სიტყვებს მე გულის სიღრმიდან წარმოვსთქვამ დიდი სიყვარულით… ბრძოლოს დროს თქვენ გვერდით ვიქნები.მხოლოდ ისინი გაბრუნდნენ უკან,ვისაც აუცილებელი მოვალეობების შესრულება უწევს სახლში ან ვინც თავისი დიდებული ჭრილობებით სამშობლოს პატივისცემა უკვე დაიმსახურა… დანარჩენები კი დარჩით აქ და დაიცავით ჩვენი დიდებული დროსა.”