იოჰანეს ბრამსის შესახებ…
ერთ-ერთი მაღალი საზოგადოების წვეულების ორგანიზატორებმა,გადაწყვიტეს,რომ საღამოზე გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი – იოჰანეს ბრამსი (1833-1897 წლები) მიეწვიათ.მანამდე კი,მიაწოდეს იმ ადამიანების სია,რომელთა მიწვევასაც აპირებდნენ და შესთავაზეს,რომ ყველა იმ ადამიანის სახელზე გადაესვა ხაზი,რომლებსაც ესოდენ საპატიო წვეულებაზე დასწრების ღირსად არ მიიჩნევდა.ბრამსი არც კი დაფიქრებულა ისე გადახაზა მხოლოდ ერთადერთი ადამიანის სახელი და გავრი და ეს იყო,თავად – იოჰანეს ბრამსი. (ავტორი გენია.ჯი)
***
იოჰანეს ბრამსი,საკუთარი სახლის წინ ერთ თაყვანისმცემელს გადაეყარა,რომელმაც,დიდი კომპოზიტორის ნახვისაგან აღტაცებულმა შესძახა:
- წარმომიდგენია,რა იქნება დაწერილი ამ სახლზე განთავსებულ დაფაზე,თქვენი გარდაცვალების შემდეგ.
იოჰანეს ბრამსმა თაყვანისმცემელს მრავალმნიშვნელოვნად გახედა და მელანქოლიური ხმით ჩაილაპარაკა:
” – იყიდება ბინა!”
***
ერთ-ერთმა გამომცემელმა,იოჰანეს ბრამსს ჰკითხა:
- რატომ არის,რომ ყოველთვის სევდიან მუსიკას წერთ? ნუთუ არ შეგიძლიათ,რაიმე ხალისიანი დაწეროთ?
- ვეცდები, – უპასუხა ჩაფიქრებულმა კომპოზიტორმა.
რამდენიმე დღეში,ბრამსი კვლავ ეწვია გამომცემელს.
- გამოგივიდა? – ჰკითხა გამომცემელმა
- არ ვიცი, – უპასუხა ბრამსმა და ნოტები გაუწოდა.აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდებამ კი გამომცემელი ერთობ გააოცა,რადგან ნაწარმოების სახელწოდება გახლდათ : “მე,მხიარულად მივდივარ საფლავში”.
***
ერთ-ერთმა მუსიკის მოყვარულმა არისტოკრატმა,იოჰანესს ბრამს სარკაზმულად ჰკითხა:
- მაესტრო,არ გეჩვენებათ,რომ თქვენი პირველი სიმფონიის ფინალი საოცრად ჩამოჰგავს ანალოგიურ თემეტიკაზე დაწერილ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალს?
- ეს,ნამდვილად ასეა! – უპასუხა იოჰანესმა და იქვე დაამატა: თუმცა,კიდევ უფრო საოცარია ის,რომ ყველა ვირი,თავის აუცილებელ მოვალეობად მიიჩნევს,ეს მე შემატყობინოს. (ავტორი გენია.ჯი)