ალფონს გაბრიელ “ალ” კაპონე ამბობდა…

“დღეს მსოფლიოს ფული მართავს.ადამიანები,ახალი მაქინაციების წყალობით,დღითი დღე უფრო მეტ ფულს შოულობენ.მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება,აქციონერი მეტ აქციას ყიდულობს და მათი საშუალებით სპეკულაციას ეწევა.გამუდმებული ბრძოლა და შეჯიბრებაა ირგვლივ.ვიღაც დაინტერესებულია ამ მაქინაციებში ქალებიც ჩაითრიოს.მოკლედ,მსოფლიო შეიშალა.უწესო ბანკირები,რომლებმაც ხალხის წყალობით გაისქელეს ჯიბეები,მხოლოდ იმის გამო უნდა ისხდნენ ციხეში,რომ ეს ფული ღარიბ ხალხს მოჰპარეს,მათ,ვინც დიდი გაჭირვებით არჩენს ცოლ-შვილს.როგორ ფიქრობთ,ასეთ ბანკირებს მართლა დააპატიმრებენ? რა თქმა უნდა,არა.ისინი ხომ გავლენიან ხალხში ტრიალებენ და ისეთივე უწესოები არიან,როგორც პოლიტიკოსები! გარწმუნებთ,ამ კატეგორიის ადამიანებს კარგად ვიცნობ,მრავალი წლის მანძილზე ვამდიდრებდი და ვაცმევდი მათ.ვიდრე ამ საქმეში ჩავერთვებოდი,წარმოდგენა არ მქონდა,ასე თუ შეეძლოთ შენიბღვა.იმ დღეს,როცა გადასახადების დამალვის ბრალდებით დამაპატიმრეს,საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი.რამდენიმე ჩინოვნიკმა შემომთავაზა,მათთან გარიგება დამედო: თუ დანაშაულს ვაღიარებდი,ორწელიწად-ნახევარს გავატარებდი ციხეში,ფულს გადავიხდიდი და ყველა ბრალდებას მომიხსნიდნენ.შემოთავაზება მივიღე,რადგან კანონის მთელი სისრულით დასჯას ნამდვილად ეს მერჩია,მაგრამ გარიგების დადებიდან რამდენიმე თვეში შევიტყვე,რომ ვიღაცამ ჩემი საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ახლა ათ წელიწად-ნახევარი “ლივენვორზიის ციხეში” მემუქრებოდა პატიმრობა.მეც რაღა უნდა მექნა,მთელი ჩემი საშუალებები და ეშმაკობა ვიხმარე, და საბოლოოდ უდანაშაულოდ მცნეს.როცა ეს ამბავი დასრულდა,მხოლოდ მაშინ შევიტყვე,რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.თუ მისტერ ჰუვერის (ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 31-ე პრეზიდენტი) მთავრობას სურს,ჩემი ფედერალური გადასახადების ანგარიში წარვუდგინო,ამაზე უარს არ ვეტყვი,თუ რაიმე სენსაციის გამოცხობა დასჭირდებათ,ამაშიც ნებისმიერ დროს დავეხმარები”. (ავტორი გენია.ჯი)