პაბლო რუის ი პიკასოს შესახებ…

გენიალურ ესპანელ მხატვარს,სკულპტორსა და “კუბიზმის” ერთ-ერთ ფუძემდებელს – პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),მისმა საყვარელმა ქალმა – ფრანსუაზამ, 1946 წელს გრანდ-ოგიუსტენის სახელოსნოში მუშაობის დროს ჰკითხა:

- არ იღლები,ოთხი საათი ფეხზე რომ დგახარ?

- სულაც არა,როცა ვმუშაობ,სხეულს კართან ვტოვებ,როგორც მუსლიმანები იხდიან ფეხსაცმელს,სანამ მეჩეთში შევლენ.აი,რატომ ვცხოვრობთ მხატვრები დიდხანს, – უპასუხა პიკასომ. (ავტორი გენია.ჯი)

***

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,რამდენიმე გერმანელი ოფიცერი,პიკასოს სურათების სანახავად იყო მისული მხატვრის სახელოსნოში.მისი ხელოვნებით აღფრთოვანებულებმა განაცხადეს,რომ ამხელა ტალანტის მქონე შემოქმედი მხატვარისათვის,იმ უმძიმეს პირობებში შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინათ და მისთვის,დამატებით მიეცათ დაწესებულ ნორმაზე მეტი ქვანახშირი,რათა სახლი და სახელოსნო გაეთბო.მიუხედავად დიდი გაჭირვებისა,პიკასო,რომელიც ფაშისტებს ვერ იტანდა,ღირსეულად განუცხადა გერმანელ ოფიცრებს უარი და შემდეგი სიტყვები მიუგო: ”ესპანელი,არასოდეს გაიყინება”.

***

ერთ-ერთმა ბარონმა,პიკასოს ჰკითხა:

- რატომ არ ატარებთ ჯიბის საათს?

- იმიტომ,რომ ჯიბეები გახვრეტილია, – სიცილით მიუგო პაბლომ და ჯიბეები ამოიბრუნა,რომლებიც სრულიად ცარიელი ჰქონდა.

***

პაბლო რუის ი პიკასო,ახლობელთა წრეში მუდმივად ამბობდა და ამტკიცებდა,რომ მის ფერწერასა და ხელოვნებაში ომი არ არსებობდა.

***

პაბლო პიკასოს,ამერიკელმა ქალბატონმა,ერთ-ერთი სურათის შესახებ ჰკითხა:

- რას ნიშნავს ეს სურათი?

- ეს სურათი,მადამ,ნიშნავს… ხუთასი ათას დოლარს! – თვალის დაუხამხამებლად უპასუხა მხატვარმა. (ავტორი გენია.ჯი)

***

ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი – ნაიჯელ გოსლინგი,პიკასოსთან შეხვედრის შემდეგ წერდა:

“ის ჰგავს “ჯმუხსა და ბაჯაჯგანა აღმოსავლურ ღმერთს.გაცილებით დაბალია,ვიდრე მოველოდი.ეს გამორჩეულ ადამიანთა მარადიული პრობლემაა, – შვგრემანი,მაგრად დგას ფეხებზე; შავი,გამჭოლი,მრგვალი და დიდი თვალები მელოტ თავზე,სადაც ცოტაოდენი ჭაღარა თმა აქვს შემორჩენილი.ის იყო სერიოზული და თავაზიანი,ასხივებდა დიდ ცხოვრებისეულ ძალას და არაჩვეულებრივ გენიალურობას”.

***

გერმანიის ფაშისტური რეჟიმის უმაღლეს ეშელონებში,დიდი ესპანელი მხატვრის - პაბლო რუის ი პიკასოს შემოქმედებას,მოიხსენიებდნენ,როგორც – “გადაგვარების ხელოვნება”.

***

“ასეა თუ ისე,ჩემი პარტია – ჩემი ფერწერაა”, – ხშირად იმეორებდა პიკასო. (ავტორი გენია.ჯი)