ჟამთააღმწერელი “ლაშა-გიორგის” შესახებ…
ჯერ კიდევ არისტოტელე შენიშნავდა – “წარყვნილი სახელმწიფო წყობის დროს წესიერი ადამიანი ხდება უნიათი მოქალაქე,მაშინ როდესაც წესიერი წყობის დროს წესიერი ადამიანის და კარგი მოქალაქის ცნებები თანმხვედრია”.
ეროვნულ დაცემას წინ უძღვის პიროვნების დაცემა. (ავტორი გენია.ჯი) ეს საშინელი მოვლენა მახვილად აქვს შენიშნული ჟამთააღმწერელს და ჩვენში მონღოლთა გაბატონებას ხსნის არა მარტო,იმით,რომ ისინი მომძლავრებულნი იყვნენ,არამედ,უპირველეს ყოვლისა,ჩვენი მოშვებულობით,მოდუნებით და უპასუხისმგებლობით.უდიდესი ქართველი მეფის – თამარის მიერ დატოვებული ძლიერი,შეკრული და ეკონომიკურად ღონიერი ქვეყნის შვილები გაფუქსავატდნენ,დოვლათი შემდგომ განვითარებისათვის კი არ გამოიყენეს,არამედ ამ დოვლათით ნებიერებასა და დროსტარებას მიეცნენ.გამჭრიახი და მარად შემართული თამარის ძე ლაშა ნებიერ ცხოვრებას და უდარდელობას მიეცა, “რომელნი განისუნებდა ნადიმობითა და მსურთა თანა,მიდრკა სიბოროტემდი.
ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვანებამან სიბილწეს უმეტეს გარდარია,განიშორა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და მეფისა წესიტა მსწავლელნი,შეიყარა თანამოსაკენი მსმურობითი და დედათა უწესოთა თანაადრევად ესოდენ უსახურობად მიიწია”.
ლაშა-გიორგის სიბეცე ისიც იყო,რომ ბრძენი და გამჭრიახი სახელმწიფო თავკაცნი მოიძულა და ფუქსავატნი გაიხადა თანამოზიარედ,როგორც გონებამახვილურად და საოცარი გულისტკივილით აღნიშნავს ჟამთააღმწერელი… “უგუნურნი კაცნი,მეფისა კარსა ზედა არა ყოფნის ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი” გახდნენ,ხოლო ღირსეულმა მამულიშვილებმა,გამოცდილებით,ცოდნითა და სიბრძნით დახუნძლულებმა იგრძნეს,რომ მათ მოსასმენი აღარ ჰყავდათ და გულისტკივილით განერიდენ სახელმწიფო კარს.მეფის და საერთოდ,ქვეყნის თავკაცის ერთ-ერთი დამსახურება ისაა,რომ საქმიანი და ღირსეულნი შემოიკრიბოს და როდესაც ამის უნარი არ გააჩნია,ასეთი თავკაცი ტავსაც იღუპავს და საქმესაც ღუპავს.სწორედ ეს აქვს კარგად გაანალიზებული ჩვენს ჟამთააღმწერელს,რომელიც გულითა და სულით გოდებდა ლაშა-გიორგის მოღვაწეობასა და სამშობლოს ბედზე: “იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხვ და არავისთვის მოშურნე,მლოცველ,მმარხველ,განმკითხველ და მოწყალე.არამედ უკანასკნელ მიდრკა სიბოროტედ თანამიმყოლითა უწესოთა კაცთატა.იწყეს უძღება და განცხრომა ყოველმან ასაკმან და მიიქციეს ყოველნი სიბოროტედ და ვითარ არა გამოიცადეს ღმერთი.” (ავტორი გენია.ჯი)